ჩეხურ წყაროს თუ ვენდობით, მათი გუნდი უპირატესობას ფლობდა და პირველ ტაიმში სამი საგოლე მომენტიც შექმნა, მაგრამ მათი რეალიზება ვერ შეძლო.
სცენარი მეორე ტაიმშიც ანალოგიური იყო, ერთადერთი გოლი კი 84-ე წუთზე გავიდა - ქუთაისელთა კარში ბურთი სლოვაკეთის ახალგაზრდული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა იაკუბ პოვაზანეცმა გაიტანა.
ტორპედო: ხაინდრავა, ტაბატაძე, მირცხულავა, ნერგაძე, ქიმაძე, საღრიშვილი, ბაბუნაშვილი, შინდაგორიძე, კლიმიაშვილი, წილოსანი, ტუღუში; შეცვლაზე: კვასხვაძე, კაპანაძე, კვარაცხელია, ნიკონოვი, ნაცვლიშვილი,
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"