დილა-ირტიში 2:3 - გორელებს მარცვალაძის აქტიურობა არ ეყოთ...

AutoSharing Option
გორის "დილამ" თურქულ შეკრებაზე პირველი მატჩი ჩაატარა და ყაზახურ "ირტიშთან" 2:3 დათმო.

ამ შეხვედრაში უჩა სოსიაშვილის გაწვრთნილ გუნდში ყველაზე აქტიური ოთარ მარცვალაძე იყო.

მისი აქტიურობის შედეგად მოპოვებული პენალტი გოლად აქცია გიორგი ერისთავმა, მერე კი, იმავე მარცვალაძის პასით, ირაკლი მოდებაძემაც იხეირა.

"დილა" მორიგ ამხანაგურ მატჩს 6 თებერვალს მოლდავეთის ჩემპიონატის მეხუთეადგილოსან „ზარია ოლიმპთან“ გამართავს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული