ქუთაისის "ტორპედომ" "მლადოსტი" გაანადგურა

AutoSharing Option
დღეს, თბილისის დროით 17 საათზე, თურქულ შეკრებაზე მყოფმა ქუთაისის "ტორპედომ" მორიგი საკონტროლო მატჩი გამართა. ქუთაისელთა მეტოქე მონტენეგროს ჩემპიონატის ლიდერი "მლადოსტი" იყო.

"ტორპედომ" მეტოქე გამანადგურებელი ანგარიშით 5:1 დაამარცხა.

ანგარიში მე-10 წუთზე გუნდის ახალწვეულმა ვანო წილოსანმა გახსნა. 16 წუთში გიორგი ქიმაძემ სხვაობა ორამდე გაზარდა, ტაიმის დასრულებამდე 3 წუთით ადრე კი გიორგი კუხიანიძემ მეტოქის კარი მესამედ აიღო- 3:0.

"ტორპედო" არც მეორე ტაიმში გაჩერებულა. 55-ე წუთზე თავი გუნდის ფორვარდმა თორნიკე კაპანაძემ გამოიჩინა. მეხუთე გოლი შაკო ფურცხვანიძემ გაიტანა, თამაშის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე კი ჩერნოგორიელებმა
ერთი ბურთის გაქვითვა მაინც შეძლეს - 5:1.

მომდევნო შეხვედრას "ტორპედო" ბულგარული "ვერეია სტარას" წინააღმდეგ 6 თებერვალს გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვფიქრობ ძალიან კარგი ანგარიში ჩვენზე ზლიერი ნაკრების ჩემიონატის ლიდერთან და რაც შეეხება რუმინელებთან მატჩს ზალიან კარგია ბიჭებისთვის ნაკრები იყო მერე რა რო შიდა ჩემპიონატის რომელიც ჩვენ ნაკრებსაც მოუგებს ალბატ მშვენიერი ტესტ მატჩებია დაგეგმილი
paata
01:08 05-02-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული