ხისტი, სწრაფი, მოქნილი - "საბურთალოს" სენეგალელი თავდამსხმელი გააძლიერებს

AutoSharing Option
უმაღლესი ლიგის დებიუტანტ "საბურთალოს" 18 წლის სენეგალელი თავდამსხმელი მოჰამედ დიოპი გააძლიერებს.

როგორც Sportal.ge-ს საბურთალოელთა თავკაცმა გია ჭიაბრიშვილმა განუცხადა, ახალგაზრდა ფეხბურთელს ის თვისებები აქვს, რომელიც ქართველ ფეხბურთელებს ნაკლებად აქვთ. დიოპი კი გარკვეულ ხანს "საბურთალოს" დუბლებში ვარჯიშობდა, ახლა კი მთავარ გუნდს დაემატა.

"დიოპი არ ისინჯება. ის დუბლებში თამაშობდა ჩვენთან, ცოტ ხანს. ძალიან პერსპექტიული ფეხბურთელია. პატარაა, 1997 წელს დაბადებულია.

ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელიც ძალიან პროგრესირებს. ის თვისებები აქვს, რაც საქართველოში ჭირს. არის ხისტი, სწრაფი, მოქნილი, რაც ძალიან მომეწონა.

მიუხედავად იმისა, რომ ჩამოსულ ფეხბურთელებთან პირადად
მეც შეგუება მიჭირს ხოლმე, ეს, ფაქტობრივად, იმ ასაკის ფეხბურთელია, რომლებიც გვყავს. ჩვენთან ერთად გაიზრდება, ისწავლის, რა თამაში გვინდა. ალღოს კარგად უღებს. ის ჩემი გუნდის წევრი იქნება", - განაცხადა გიორგი ჭიაბრიშვილმა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ამის მერე ამის ფეხბურთელებმა როგორღა უნდა ითამაშონ ,,გია ჭიაბრიშვილმა განუცხადა, ახალგაზრდა ფეხბურთელს ის თვისებები აქვს, რომელიც ქართველ ფეხბურთელებს ნაკლებად აქვთ,, ჯერ საკუთარი ქვეყნის დააფასე რა
ლნისი
22:04 06-02-2016
0
მერე ნატურალიზაცია, და ნაკრებში,სირცხვილია ქართველს სჯობსო სისწრაფეშიო,ნუთუ მართლა სისწრაფე და მოქნილობა აღარ გვაქვს ახალგაზრდებს
elva
19:20 05-02-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული