სკანდალი: "ზუგდიდმა" საკონტროლო მატჩი კოსოვოს გუნდთან ჩაატარა! [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდი "ზუგდიდი" შესაძლოა, სკანდალში გაეხვეს.

5 თებერვალს, ანტალიურ შეკრებაზე მყოფმა "ზუგდიდმა" ამხანაგური შეხვედრა კოსოვოს ჩემპიონატის გუნდ "ფერონიკელისთან" ჩაატარა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

ამის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ზუგდიდური კლუბი ჯერჯერობით არ ასაჯაროებს, აი, "ფერონიკელი" კი მატჩის ამსახველ ფოტო და ვიდეო მასალას თავის საიტსა და ფეისბუქის გვერდზე თამამად აქვეყნებს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

იხილეთ ფოტოგალერეა

Sportall.Ge

თამაშის შესახებ წერს ალბანურენოვანი სპორტული გამოცემა Gazetaolle, რომელიც "ზუგდიდის" მთავარი მწვრთნელის იური ბაკალოვის კომენტარს აქვეყნებს:

"პირველ რიგში მინდა მივულოცო მათ გამარჯვება. მე მსმენია კოსოვოზე,
მაგრამ არა გუნდ "ფერონიკელიზე". მათი თამაშის დონით გაოცებული ვარ. თქვენ ნამდვილად ძლიერი გუნდი გყავთ, ტექნიკურად კარგად თამაშობთ. რაც შეეხება ჩემს გუნდს, ნაწილობრივ მოხარული ვარ, თუმცა, უფრო კარგადაც შეეძლოთ თამაში. მაგრამ ვაღიარებ, რომ თქვენ გუნდთან შეხვედრა არ იყო მარტივი" , - აღნიშნა ბაკალოვმა.

მოგეხსენებათ, საქართველოს კოსოვოს დამოუკიდებლობა არ უღიარებია, მისი გუნდებისთვის საერთაშორისო ასპარეზზე დაშვების უფლება კი ფიფასა და უეფას აქამდე არ მიუცია, შესაბამისად, "ზუგდიდს" ასეთი მატჩის გამართვის გამო, სავარაუდოდ, უსიამოვნებები ელის...

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია სპეციალურ განაცხადებას სულ მალე გააკეთებს.


ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 22 /
me
კარგი რა ეგ უფრო თავის გასულელებაა რა ვინ არ იცის რომელ გუნდს ეთამაშები არ იცი?! და მერე შემთხვევით აღმოაჩენ თურმე ეს არაღიარებული ქვეყნის გუნდია?! რა სისულელეა ეს გაუნათლებლობა არ არის კოსოვოს გუნდს რომ არ გამოეფინა ეს სურათები ვერც ვერავინ გაიგებდა როდესმე კოლხეთი ვის ეთამაშა)))
_svani_
06 თებერვალი 2016 19:23
0
-svani-შენი ჭირი მე, მე ვერ გაგიგე რისი თქმა გინდოდა,TYW მკაფიოდ ახსნა სათქმელი
me
06 თებერვალი 2016 18:22
0
კარგით რა ვინ უყურებს მაგას კალათბურთში წინა წელს საქართველოს ასაკობრივმა ნაკრებმა ჩვეულებრივად ეთამაშა და წელსაც ჩვენ გუნდში არიან და ჩვეულებრივად ვეთამაშებით)) არ შეიძლება ასე რადგან ჩვენ არ გვეხება კოსოვო ასე ირონიულად არ უნდა მივუდგეთ ანალოგიური შეიძლება გააკეთონ სერბებმაც მაშინ ღირსები ვიქნებით.....!!!!!!!!!
_svani_
06 თებერვალი 2016 17:47
0
ქართველებო, თქვენ გენაცვალეთ ჭკუაში ,TYW,hm,gia,bagrat გადაშენება არ გვიწერია სანამ თქვენნაირი ,სწრაფი ,ქართული მიმართულებით რეაგირება გვაქვს ,რაც ხდება ჩვენსა გარშემო , და საიდანო "ამდენი შეცდომა",თითქმის ყველა დარგში მოკალათებულებისაგან, მარტო ფულს დახარბებულ, მართლა "ტლუ ხელმძღვანელთა" მხრიდან, და ეს რა იდიოტური ქმედებანი კეთდება,ნაგავის შემოიყრით ჩვენს ქვეყანაში".ჩვენ კი არვართ ცუდი "ბიჭები".ეგრეა, "ეს და ისიც".
.
06 თებერვალი 2016 17:43
0
Р.S.რატომ ამახინჯებთ ასოებს:გარანტიით რომ არ მოხდება კონტაქტები აფსუებთან და კუდარებთან, ესეიგი ჩვენს ტერიტორიებთან სამაჩაბლოსთან და სამურზაყანო-საშერვაშიძეოსთან-სერბების მხრიდან
.
06 თებერვალი 2016 16:46
0
ფედერაციამაც მკაცრად უნდა დასაჯონ ეს ზუგიდში მოკალათებილი "ჯაშუშთა ბუდე და საქართველოს ამბასადორიალმაც აუხსნან სერბებს ისე რომ ალბანეთიც არ გავანაწყენოთ,ვითარება,მობოDიშებით და გარანტიით, რომ ბელგრადის მხრიდან არ მოდება ნებისმიერი სახი კონეაქტები ქართულ ადსუებთან და კუდარებთან,გვიქმნიან ფრობლემებს სწორგზაზე,ვევობ ოომ,მარტო სიბრიყვით?
mi-6
06 თებერვალი 2016 16:23
0
TYW
ყველაფეში დასტურ, მარა ალბანელი რატოა თურქების შთამომავალი, გითხარი მაინც...
bagrat
06 თებერვალი 2016 16:17
0
ვინაა ეს იური ბაკალოვი? ვითომ უკრაინელი?საქართველოს ინტერესების ძირგამომთხრელი,გასარკვევია შეუგნებლად თუ შეგნებულად გაატარა კრემლის ინტერესი -დე ფაქტოდ ამ სფარინგის "გათამაშებით" ქართველთათვის ხელშეშლელი ვითარების ხელოვნურად შექმნით მომავალში,ფეხბურთთან არავითარ კავშირში.
mi-6 -рrinc albertis sanaрirodan
06 თებერვალი 2016 16:07
0
უნდა დასჯოს ფედერაციამ.სირცხვილი ზუგდიდლებს! ჩვენ სხვას ვუშლით და ვაპროტესტებთ სოხუმის გუნდებთან თამაშს და ახლა სერბეთის გუნდებმა რომ იგივე გააკეთონ ხო ვართ ღირსი
gia
06 თებერვალი 2016 15:44
0
ესეთი ტლუები როგორ უნდა იყვნენ?! ეს ბალაკოვი ხომ საერთოდ!! დასაჯეთ ეს ტლუების ბანდა!!! როცა საქართველოს იგივე პრობლემა აქვს, ეს ტლუების ბანდა კი რას აკეთებს!!? თან წააგეს!! ვაჰ ჯორჯიან მენტალიტეტ დებილ!!!
hm
06 თებერვალი 2016 15:23
0

სიახლეები პოპულარული