ტორპედო-ჰობრო 2:1 - მოგება დანიის სუპერლიგელთან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
6 თებერვალს ქუთაისის "ტორპედომ" თურქულ შეკრებაზე საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა დანიის სუპერლიგის ბინადარ "ჰობროსთან". ამ გუნდის მწვრთნელმა უვე პედერსენმა გუნდი ორ ნაწილად გაყო - ერთი "ტორპედოს" ესპარინგა, მეორე კი მოგვიანებით - "სიონს".

ძლიერმა ქარმა გუნდებს საქმე გაურთულა. "ტორპედო" ბურთსაც ფლობდა და, შესაბამისად, უპირატესობასაც. პირველი სახიფათო მომენტი ირაკლი კლიმიაშვილმა შექმნა, თუმცა მიზანს ააცილა.

"ტორპედო" მე-20 წუთზე დაწინაურდა. ვაჟა ტაბატაძემ მარჯვენა ფლანგზე წამოწყებული შეტევა ბექა ტუღუშს გაუგრძელა, მან კი საჯარიმოში ოთარ კვერნაძე მოძებნა, რომელმაც მცველებს საჰაერო ბრძოლა მოუგო და ზუსტად დაარტყა - 1:0.

შემდეგ დანიელებმა ქართველების შეცდომით ისარგებლეს, მოედნის ცენტრიდან დაიწყეს კონტრშეტევა და ახლო მანძილიდან აღადგინეს წონასწორობა.

შესვენების შემდეგ "ჰობრო" გააქტიურდა და ხშირადაც უტევდა, მაგრამ "ტორპედომ" მაინც მოიგო: 67-ე წუთზე ვანო წილოსანის გადაცემით ვახტანგ კვარაცხელიამ ისარგებლა და ქუთაისელებს თურქულ შეკრებაზე ზედიზედ მეორე საკონტროლო მატჩი მოაგებინა - 2:1.

ტორპედო: კვასხვაძე, ქიმაძე (46. ნაცვლიშვილი,), ნერგაძე (46. ჭიჭინაძე), მირცხულავა (46. ნიკონოვი), ტაბატაძე (46. ფანცხავა), კლიმიაშვილი (46. ფურცხვანიძე), კუხიანიძე (46. ბაბუნაშვილი), კვერნაძე, ბრეგვაძე (46. საღრიშვილი), ტუღუში (46. კვარაცხელია), წილოსანი.

ბოლო შეხვედრას "ტორპედო" 9 თებერვალს, სერბეთის უმაღლესი ლიგის კლუბ "იაგოდინასთან" გამართავს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული