11:52 08-02-2016
ტორპედო-ჰობრო 2:1 - მოგება დანიის სუპერლიგელთან [VIDEO]
AutoSharing Option
ძლიერმა ქარმა გუნდებს საქმე გაურთულა. "ტორპედო" ბურთსაც ფლობდა და, შესაბამისად, უპირატესობასაც. პირველი სახიფათო მომენტი ირაკლი კლიმიაშვილმა შექმნა, თუმცა მიზანს ააცილა.
"ტორპედო" მე-20 წუთზე დაწინაურდა. ვაჟა ტაბატაძემ მარჯვენა ფლანგზე წამოწყებული შეტევა ბექა ტუღუშს გაუგრძელა, მან კი საჯარიმოში ოთარ კვერნაძე მოძებნა, რომელმაც მცველებს საჰაერო ბრძოლა მოუგო და ზუსტად დაარტყა - 1:0.
შემდეგ დანიელებმა ქართველების შეცდომით ისარგებლეს, მოედნის ცენტრიდან დაიწყეს კონტრშეტევა და ახლო მანძილიდან აღადგინეს წონასწორობა.
შესვენების შემდეგ "ჰობრო" გააქტიურდა და ხშირადაც უტევდა, მაგრამ "ტორპედომ" მაინც მოიგო: 67-ე წუთზე ვანო წილოსანის გადაცემით ვახტანგ კვარაცხელიამ ისარგებლა და ქუთაისელებს თურქულ შეკრებაზე ზედიზედ მეორე საკონტროლო მატჩი მოაგებინა - 2:1.
ტორპედო: კვასხვაძე, ქიმაძე (46. ნაცვლიშვილი,), ნერგაძე (46. ჭიჭინაძე), მირცხულავა (46. ნიკონოვი), ტაბატაძე (46. ფანცხავა), კლიმიაშვილი (46. ფურცხვანიძე), კუხიანიძე (46. ბაბუნაშვილი), კვერნაძე, ბრეგვაძე (46. საღრიშვილი), ტუღუში (46. კვარაცხელია), წილოსანი.
ბოლო შეხვედრას "ტორპედო" 9 თებერვალს, სერბეთის უმაღლესი ლიგის კლუბ "იაგოდინასთან" გამართავს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული