"ზუგდიდს" კოსოვოს გუნდთან თამაშის გამო ფიფასგან უსიამოვნება არ ელის, თუმცა...

AutoSharing Option
"ზუგდიდი" უსიამოვნო ამბავში გაეხვია. თურქულ შეკრებაზე, 5 თებერვალს, გუნდმა ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა კოსოვოს ჩემპიონატის ლიდერ "ფერონიკელისთან" და 1:2 დამარცხდა. მატჩის ფოტო და ვიდეორეპორტაჟი საკუთარ ვებგვერდსა და სოციალურ ქსელში მხოლოდ კოსოვოელებმა გამოაქვეყნეს, შემდეგ კი ალბანურენოვანმა სპორტულმა გამოცემა Gazetaolle-მაც, რასაც დიდი უსიამოვნებები მოჰყვა.

საქმე ისაა, რომ საქართველოს კოსოვოს დამოუკიდებლობა არ უღიარებია, ფიფას და უეფას კი ამ ქვეყნის ნაკრებებისა და გუნდებისთვის საერთაშორისო სარბიელზე გამოსვლის უფლება არ მიუციათ. ფიფამ კოსოვოს მის რიგებში გაწევრიანებაზე ორჯერ (2008 და
2011 წლებში) უთხრა უარი.

ამ ეტაპზე, კოსოვო 106-მა ქვეყანამ აღიარა, მაგრამ იმის გამო, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს წევრმა რუსეთმა და ჩინეთმა ამ აღიარებას ვეტო დაადეს, კოსოვო არც გაეროს წევრია და არც - საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის.

მომხდარის გამო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ სპეციალური განცხადება გაავრცელა.
მოგვიანებით, "ზუგდიდის" ხელმძღვანელობამ მომხდარის გამო მოიბოდიშა.

მაგრამ, რაც უნდა უცნაური იყოს, "ზუგდიდი" ამ მატჩის გამართვის გამო ფიფასგან უსიამოვნებებს არ უნდა ელოდოს. საქმე ისაა, რომ 2012 წლის დეკემბერში, ტოკიოში გამართულ ფიფას აღმასკომზე, კლუბებს, ახალგაზრდულ და ქალთა ნაკრებებს უფლება დართეს, კოსოვოელებთან ამხანაგური მატჩები გაემართათ. ეს უფლება, 2014 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილებით, ფიფამ ეროვნულ ნაკრებებსაც მისცა.

2015 წლის მარტში კი უეფას მაშინდელმა პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ განაცხადა, რომ კოსოვოს ფიფაში, სავარაუდოდ, 2016 წლის 3 მაისს, ბუდაპეშტში გასამართ კონგრესზე გააწევრიანებენ.

აქ საკითხი სხვაგვარად დგას: კოსოვო სერბეთისთვის ისეთივე ტკივილია, როგორიც ჩვენთვის აფხაზეთი და სამაჩაბლო. მცირე ხნის წინ კი თავად ვიყავით უკმაყოფილონი და გაოგნებულები, როდესაც ერევნის "არარატმა" აფხაზეთში ვიზიტი და თამაშების გამართვა დააპირა...
მკითხველის კომენტარები / 2 /
კარგი, ვთქვათ იურიდიულად თავი გაიმართლეს, სერბეთის აზრი, უნდა დავიკიდოთ?!... ხვალე რომ სერბულმა გუდმა აფხაზეთში ითამაშოს, რა მორალური უფლება გვექნება, რომ საყვედური ვუთხრათ?!...
lasha
16:30 08-02-2016
0
ვერ ვხვდები რა აუცილებლობა იკო,ამ სეხვედრის გამარტვა
ალეკსანდრე
20:47 08-02-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული