საქმე ისაა, რომ საქართველოს კოსოვოს დამოუკიდებლობა არ უღიარებია, ფიფას და უეფას კი ამ ქვეყნის ნაკრებებისა და გუნდებისთვის საერთაშორისო სარბიელზე გამოსვლის უფლება არ მიუციათ. ფიფამ კოსოვოს მის რიგებში გაწევრიანებაზე ორჯერ (2008 და
ამ ეტაპზე, კოსოვო 106-მა ქვეყანამ აღიარა, მაგრამ იმის გამო, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს წევრმა რუსეთმა და ჩინეთმა ამ აღიარებას ვეტო დაადეს, კოსოვო არც გაეროს წევრია და არც - საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის.
მომხდარის გამო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ სპეციალური განცხადება გაავრცელა.
მოგვიანებით, "ზუგდიდის" ხელმძღვანელობამ მომხდარის გამო მოიბოდიშა.
მაგრამ, რაც უნდა უცნაური იყოს, "ზუგდიდი" ამ მატჩის გამართვის გამო ფიფასგან უსიამოვნებებს არ უნდა ელოდოს. საქმე ისაა, რომ 2012 წლის დეკემბერში, ტოკიოში გამართულ ფიფას აღმასკომზე, კლუბებს, ახალგაზრდულ და ქალთა ნაკრებებს უფლება დართეს, კოსოვოელებთან ამხანაგური მატჩები გაემართათ. ეს უფლება, 2014 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილებით, ფიფამ ეროვნულ ნაკრებებსაც მისცა.
2015 წლის მარტში კი უეფას მაშინდელმა პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ განაცხადა, რომ კოსოვოს ფიფაში, სავარაუდოდ, 2016 წლის 3 მაისს, ბუდაპეშტში გასამართ კონგრესზე გააწევრიანებენ.
აქ საკითხი სხვაგვარად დგას: კოსოვო სერბეთისთვის ისეთივე ტკივილია, როგორიც ჩვენთვის აფხაზეთი და სამაჩაბლო. მცირე ხნის წინ კი თავად ვიყავით უკმაყოფილონი და გაოგნებულები, როდესაც ერევნის "არარატმა" აფხაზეთში ვიზიტი და თამაშების გამართვა დააპირა...