10:02 09-02-2016
ლოკომოტივი-შახტარი 2:5 - არაბიძის გარეშე [VIDEO]
AutoSharing Option
თამაში დონეცკელების სრული უპირატესობით წარიმართა და ამაზე ანგარიშიც მეტყველებს. პირველი გოლი მე-7 წუთზე მაქსიმ მალიშევმა გაიტანა, 27-ე წუთზე კი ანდრეი ბოიარჩუკმა სხვაობა გაზარდა - 2:0.
31-ე წუთზე დარიო სრნამ მამია გავაშელიშვილი მეკარის საჯარიმოში ხელით შეაჩერა, პენალტი კი ზუსტად შეასრულა ალექსი ბენაშვილმა - 2:1.
მეორე ნახევარში მირჩა ლუჩესკუმ მოედანზე ძირითადი შემადგენლობის კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი შეუშვა და "შახტარის" უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა. რომერო მარლოსისა და ალექსანდრ გლადკის დუბლით უკრაინელები 5:1 დაწინაურდნენ.
"ლოკომოტივმა" რამდენიმე სახიფათო მომენტი მაინც შექმნა. გეგა დიასამიძის მიერ შესრულებული საჯარიმოსა და რატი არდაზიშვილის შორეული დარტყმის შემდეგ ბურთი "შახტარის" კარს ოდნავ ასცდა.
მატჩის ბოლოს ნიკა ჭანტურიამ სხვაობა მაინც შეამცირა: მის მიერ შესრულებული საჯარიმოს შემდეგ ბურთი "ცოცხალ კედელს" მოხვდა, თუმცა უკუგდებულ ბურთს თავადვე დაამატა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 5:2.
ლოკომოტივი: თევდორაძე, ჭანტურია, გეთიაშვილი, მახარაძე (62. არდაზიშვილი), ჩიტეიშვილი, სულთანიშვილი, ქიქავა (62. სამურკასოვი), მზევაშვილი, ქანთარია (62. კიკნაძე), ბენაშვილი, გავაშელიშვილი.
შახტარი: სარნავსკი, სრნა, კრივცოვი, მატვიენკო, ისმაილი, მალიშევი, კორობენკო, კოვალენკო, ტაისონი, ველიგტონი, ბოიარჩუკი; შეცვლაზე: პიატოვი, კობინი, რაკიტსკი, ორდეცი, შევჩუკი, სტეპანენკო, მარლოსი, ზუბკოვი, ფერეირა, გლადკი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ


უძრავი ქონება


140.00 k
225.00 k
220.00 k
350.00 k
სიახლეები
პოპულარული


... და ეს იქამდე გაგრძელდება, ვიდრე ნორმატივებს არ აღადგებთ!!!!