ლოკომოტივი-შახტარი 2:5 - არაბიძის გარეშე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 8 თებერვალს, ესპანურ შეკრებაზე თბილისის "ლოკომოტივი" შეხვდა დონეცკის "შახტარს", სადაც გასულ ზაფხულს გიორგი არაბიძე გადავიდა. მას ყოფილი გუნდის წინააღმდეგ არ უთამაშია, რადგან ტრავმა აწუხებდა და მანამდეც ორი მატჩი გაუცდა.

თამაში დონეცკელების სრული უპირატესობით წარიმართა და ამაზე ანგარიშიც მეტყველებს. პირველი გოლი მე-7 წუთზე მაქსიმ მალიშევმა გაიტანა, 27-ე წუთზე კი ანდრეი ბოიარჩუკმა სხვაობა გაზარდა - 2:0.

31-ე წუთზე დარიო სრნამ მამია გავაშელიშვილი მეკარის საჯარიმოში ხელით შეაჩერა, პენალტი კი ზუსტად შეასრულა ალექსი ბენაშვილმა - 2:1.

მეორე ნახევარში მირჩა ლუჩესკუმ მოედანზე ძირითადი შემადგენლობის
კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი შეუშვა და "შახტარის" უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა. რომერო მარლოსისა და ალექსანდრ გლადკის დუბლით უკრაინელები 5:1 დაწინაურდნენ.

"ლოკომოტივმა" რამდენიმე სახიფათო მომენტი მაინც შექმნა. გეგა დიასამიძის მიერ შესრულებული საჯარიმოსა და რატი არდაზიშვილის შორეული დარტყმის შემდეგ ბურთი "შახტარის" კარს ოდნავ ასცდა.

მატჩის ბოლოს ნიკა ჭანტურიამ სხვაობა მაინც შეამცირა: მის მიერ შესრულებული საჯარიმოს შემდეგ ბურთი "ცოცხალ კედელს" მოხვდა, თუმცა უკუგდებულ ბურთს თავადვე დაამატა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 5:2.

ლოკომოტივი: თევდორაძე, ჭანტურია, გეთიაშვილი, მახარაძე (62. არდაზიშვილი), ჩიტეიშვილი, სულთანიშვილი, ქიქავა (62. სამურკასოვი), მზევაშვილი, ქანთარია (62. კიკნაძე), ბენაშვილი, გავაშელიშვილი.

შახტარი: სარნავსკი, სრნა, კრივცოვი, მატვიენკო, ისმაილი, მალიშევი, კორობენკო, კოვალენკო, ტაისონი, ველიგტონი, ბოიარჩუკი; შეცვლაზე: პიატოვი, კობინი, რაკიტსკი, ორდეცი, შევჩუკი, სტეპანენკო, მარლოსი, ზუბკოვი, ფერეირა, გლადკი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გადაგვირბინეს (სამწუხაროდ)!

... და ეს იქამდე გაგრძელდება, ვიდრე ნორმატივებს არ აღადგებთ!!!!
გუჯა კახაძე
12:18 09-02-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული