დილა-მლადოსტის მატჩი ჩერნოგორიელთა უხეშობის გამო ჩაიშალა

AutoSharing Option
თურქულ შეკრებაზე გორის "დილამ" მორიგი მატჩი გამართა. უჩა სოსიაშვილის გუნდმა ჩერნოგორიის ჩემპიონ პოდგორიცას "მლადოსტთან" ისპარინგა.

თამაში 84-ე წუთზე შეწყდა, მაშინ, როცა გორელები 0:1-ს აგებდნენ...

მატჩის პირველი წუთები "დილას" უპირატესობით წარიმართა. ანგარიში 32-ე წუთზე გაიხსნა, როცა ჩერნოგორიელთა ფორვარდმა ბურთი დაუცველ კარში გადაგზავნა.

42-ე წუთზე არბიტრი ვალდებული იყო, მეტოქის კარში 11-მეტრიანი დაენიშნა. ამ ეპიზოდში ოთარ მარცვალაძე მოცელეს, თუმცა ეს არ იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა არბიტრი შეცდა - მას თამაშის სადავეები ხელიდან გაექცა.

"დილას" არაერთი მომენტი ჰქონდა. მე-80 წუთზე, მორიგი უხეშობის შემდეგ, მინდვრიდან
ერთ-ერთი ჩერნოგორიელი მოთამაშე გააძევეს. რამდენიმე წუთში კი, ბალკანელთა მორიგი უხეშობის შემდეგ, თამაშის გაგრძელება შეუძლებელი გახდა.

დილა: მუჯრიშვილი, ბაგაევი (კვირკველია), ქარქუზაშვილი, სამხარაძე, ლომიძე (ხურცილავა), წიქარიძე (მაშუკოვი), ფალავანდიშვილი, ნონიკაშვილი (ერისთავი), ახალკაცი (კვირკვია), მარცვალაძე (მოდებაძე), ჩელებაძე (ძარია).

მომდევნო შეხვედრას "დილა" დღეს, 9 თებერვალს, სერბული "იაგოდინას" წინააღმდეგ გამართავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
სულ გორს რატომ ემართება ასე ყოველ წელს?
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული