შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.
"დინამო" შეხვედრის 26-ე წუთზე წინ გიორგი ბერიაშვილმა გაიყვანა, თუმცა ბათუმელებმა ანგარიშის შენარჩუნება ვერ შეძლეს - "ირტიშმა" 64-ე წუთზე მაინც გაიტანა, თავი ბელორუსმა ალექსანდრ მაკასმა გამოიჩინა.
ამ შეხვედრით ბათუმის "დინამომ" თურქული შეკრება დაასრულა და მომდევნო მატჩი უკვე საქართველოს ჩემპიონატში "ზუგდიდთან" სტუმრად 19 თებერვალს ექნება.