"ტორპედოს" პრესსამსახურის ინფორმაციით, მეორე ტაიმში ანგარიში ბულგარელებმა გახსნეს. ალექსანდრ შტელინის გუნდი სწორედ ამის შემდეგ ათამაშდა. ჰეთ-თრიკი შეასრულა თორნიკე კაპანაძემ, რომელმაც გოლები 75-ე (ვანო წილოსანის პასით), 77-ე (გიორგი ქიმაძის პასით) და 88-ე წუთებზე (პენალტით) გაიტანა.
ტორპედო (ძირითადი შემადგენლობა): ხაინდრავა, ტაბატაძე, ნერგაძე, მირცხულავა, ქიმაძე, კლიმიაშვილი, კუხიანიძე, ტუღუში, წილოსანი, კაპანაძე, შინდაგორიძე.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"