ტორპედო-ვერეია 3:1 - თორნიკე კაპანაძის სამი გასროლა

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედომ" სიდეში ბოლო საკონტროლო მატჩი ბულგარეთის B ლიგის ბინადარ სტარა ზაგორას "ვერეიასთან" ჩაატარა და ანგარიშით 3:1 გაიმარჯვა.

"ტორპედოს" პრესსამსახურის ინფორმაციით, მეორე ტაიმში ანგარიში ბულგარელებმა გახსნეს. ალექსანდრ შტელინის გუნდი სწორედ ამის შემდეგ ათამაშდა. ჰეთ-თრიკი შეასრულა თორნიკე კაპანაძემ, რომელმაც გოლები 75-ე (ვანო წილოსანის პასით), 77-ე (გიორგი ქიმაძის პასით) და 88-ე წუთებზე (პენალტით) გაიტანა.

ტორპედო (ძირითადი შემადგენლობა): ხაინდრავა, ტაბატაძე, ნერგაძე, მირცხულავა, ქიმაძე, კლიმიაშვილი, კუხიანიძე, ტუღუში, წილოსანი, კაპანაძე, შინდაგორიძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
georgian-ს. ვერ მივხვდი, რომელ გადახდილ ფულზეა საუბარი? ფულს თუ გიხდი ბარსა უნდა გყავდეს სპარინგათ?
კოტე
16:28 10-02-2016
0
ეს რა უბედურებაა, რაში ვიხდით ფულს! მეორე ლიგის გუნდებთან სპარინგები რა მარაზმია! ამ თამაშებმა განა რა უნდა მიცეს გუნდს. უმაღლესი ლიგის კლუბებს ეთამაშონ.
georgian
16:13 10-02-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული