ეს მატჩი შეკრებამდე დაგეგმილი არ იყო, თუმცა ერთი სპარინგის დამატება თბილისური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა გია ჭიაბრიშვილმა ისურვა. ის ძირითადად იმ ფეხბურთელებს დაეყრდნო, რომელთაც წინა მატჩებში ნაკლები პრაქტიკა ჰქონდათ.
"საბურთალომ" ავსტრიელებს წინააღმდეგობა ვერ გაუწია და 1:6 დამარცხდა. ერთადერთი საპასუხო გოლი ელვინ ტერამ გაიტანა.
"საბურთალო" თურქულ შეკრებაზე ბოლო საკონტროლო შეხვედრას დღეს, 10 თებერვალს, სერბეთის პირველი ლიგის კლუბ "ნაპრედაკთან" გამართავს, რის შემდეგაც სამშობლოში დაბრუნდება.
საბურთალო: ქურდაძე, ბულუხაძე, შიხაშვილი, ბაკურაძე, მამუჩაშვილი, ხორხელი, კოხრეიძე,
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"