19 წლის შტანდერმა ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაში 10 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი მიითვალა. ზაფხულში მან გუნდი ქართველ ბექა ვაჩიბერაძესთან ერთად დატოვა და უკრაინის პირველი ლიგის ბინადარ კომსომოლსკის "გორნიაკ სპორტში" გადავიდა, თუმცა ნოემბერში ეს კლუბიც დატოვა.
"ლელომ" შტანდერთან ინტერვიუ ჩაწერა:
- საქართველოში თქვენი ნახვა ძალიან გაგვიკვირდა...
-
- უკრაინაში სიტუაცია ასე გაუარესდა?
- სამწუხაროდ, ასეა. ჩათვალეთ, რომ უკრაინაში ფეხბურთი აღარ არის. ამას იქაური ფეხბურთის მანკიერებებიც ემატება, რაზეც ახლა ლაპარაკი არ მსურს... მეორე ფაქტორი ისაა, რომ "შახტარში" ახალგაზრდებს დიდად არ ენდობიან. ამიტომ ახალი გუნდის მოძებნა გადავწყვიტე. ამ დროს, აგენტმა საქართველოში თამაში შემომთავაზა და დავთანხმდი. რატომაც არა?!
- გიორგი არაბიძეს იცნობთ?
- არაბიძე მაშინ ჩამოვიდა, როცა მე უკვე წასვლა მსურდა, მაგრამ ერთად რამდენჯერმე ვივარჯიშეთ და ძალიან მომეწონა. მაღალტექნიკური ცაციაა. მიმაჩნია, რომ ძლიერი ფეხბურთელი გაიზრდება.
- დიდხანს გითამაშიათ ბექა ვაჩიბერაძესთან ერთად, წარმატებებსაც ერთად აღწევდით...
- ბექა ჩემი ახლო მეგობარია. სხვათა შორის, გუნდიც ერთად დავტოვეთ. მშვენიერი ნახევარმცველია, მოედანს კარგად ხედავს. სხვათა შორის, წამოსვლამდე ბექას დავეკითხე და მითხრა, რომ საქართველოში გულთბილი ხალხი ცხოვრობს.
- "შახტარის" 19-წლამდელებში იყო ილია იჩუაიძეც. მასზე საერთოდ არაფერი ვიცით...
- ილიას ქართველი მშობლები ჰყავს, მაგრამ უკრაინაში, დნეპროპეტროვსკშია გაზრდილი. იუნიორთა ლიგაში სულ ძირითადში თამაშობდა, მერე კი ჯვარედინი იოგები გაუწყდა, უმძიმესი ტრავმა გადაიტანა... თუმცა მოედანს უკვე დაუბრუნდა. სხვათა შორის, ნიჭიერი მარცხენა მცველია.
- საქართველოში თამაშით რას ელით?
- შევეცდები, გუნდში ადგილი დავიმკვიდრო. აქ ეს იოლი არ იქნება. ბევრი კარგი გუნდი და მოთამაშეა. ისეთ ფეხბურთს თამაშობენ, რომელთან ადაპტაციაც იოლი არ იქნება.
- განსხვავება ტემპშია. საქართველოში ფეხბურთელები ნაკლებს მოძრაობენ და ბევრს ლაპარაკობენ...
- (იცინის) ყველა ქვეყანა თავისებურია. ქართველები კი ემოციურები ხართ... ისე, ფაქტია, რომ "შახტარში" გაცილებით უკეთესი სათამაშო დისციპლინა იყო, ვიდრე ქართულ გუნდებში და მოთხოვნებიც გაცილებით მაღალია. ისიც გამიკვირდა, აქ ხისტი თამაში რომ უკვირთ. არადა, დღეს ფეხბურთი ასეთია...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"