ბაჩანა ცხადაძემ კარიერა შესაძლოა "ცხინვალში" გააგრძელოს

AutoSharing Option
კახა კაჭარავას გაწვრთნილმა "ცხინვალმა" საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის განახლებამდე ბოლო ამხანაგური მატჩი ჩაატარა და რეგიონული ლიგის ბინადარ "მცხეთას" 7:0 მოუგო. სამი გოლი გაიტანა მახარობლიძემ. ასევე იხეირეს ქოჩლაძემ, ჩახვაშვილმა, ფირცხალავამ და ბურძენაძემ.

ცხინვალელთა რიგებში ითამაშა საქართველოს ნაკრების 28 წლის ფორვარდმა ბაჩანა ცხადაძემ. დარჩება თუ არა ის გუნდში, უახლოეს დღეებში გადაწყდება. მას ერთ-ერთი უცხოური კლუბის ვარიანტიც აქვს.

ცხინვალი: ნადირაძე, ცერცვაძე, მაისაშვილი, ბუთუევი, ჯაფარიძე, გორგიაშვილი, ქარდავა, ქოჩლაძე, ლექვთაძე, ივანიშვილი, ცხადაძე; მეორე ტაიმი: კერესელიძე, ფირცხალავა, ნოზაძე, კაკუბავა, ჯიშკარიანი, ბერიძე, ბურძენაძე, ლობჯანიძე, ბეჭვაია, მახარობლიძე, ჩახვაშვილი.

(იბეჭდება
მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს უკლასო და უნიჭო იმიტომ გამოჩნდა ნაკრებში მწვრთნელის შვილი რომ იყო და მასე შედეგი არ იქნება
0
უნდა გეთქვათ ნაკრების ყოფილი წევრი!(იმედია რაც მამა გაუშვეს-აღარ ვიხილავთ)-კაცმა 7 გოლიდან ერთიც ვერ გაიტანა და ეს იყო ნაკრების წევრი!? ეხ კახა, გეუბნებოდნენ ცუდად დაასრულებო-შვილის გამოც თუ გნებვთ!
თავდამსხმელი
12:16 15-02-2016
0

სიახლეები პოპულარული