რევოლუცია: 10-გუნდიანი ლიგა, გაზაფხული-შემოდგომის სისტემა, 3.5 მლნ ჩემპიონს!

AutoSharing Option
ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვისა და შესავლების გარეშე - 17 თებერვალს, ფეხბურთის ფედერაციამ დახურულ შეხვედრაზე ფეხბურთის განვითარების რევოლუციური 5-წლიანი სახელმწიფო პროგრამა წარადგინა. ბოლო 26 წლის განმავლობაში პირველად მოხდა, რომ ფეხბურთში სერიოზული რეფორმა იწყება.

ამ პროგრამაში არის ისეთი დეტალები, რასაც პროგრესული საფეხბურთო სამყარო წლების განმავლობაში ითხოვდა. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, პროგრამაზე პუნქტობრივად მოგითხრობთ...

ჩავარდნილი ჩემპიონატი
სფფ-ის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილის შესავალი სიტყვის შემდეგ პროგრამაზე ვიცე-პრეზიდენტმა ნიკა ჯღარკავამ ილაპარაკა.

"პროგრამის საკვანძო ასპექტებზე მოგახსენებთ: ჩემპიონატის დაბალ დონეს ბევრი ფაქტორი განაპირობებს.

1) არათანმიმდევრული ფორმატი და, ამავე დროს, არაადეკვატურიც. წლების
განმავლობაში ის გაუაზრებლად იცვლებოდა; 2) მოძველებულია ინფრასტრუქტურა; 3) ცარიელი ტრიბუნები; 4) ჩემპიონატი შეუფუთავია და 5) კომერციულად უინტერესოა", - ამბობს ჯღარკავა.

მან წარმოადგინა გრაფიკი, როგორ იცვლებოდა კერძო კლუბების პროცენტული მაჩვენებელი წლების განმავლობაში. ყველაზე მეტი იყო 2009/10 წლების სეზონში - 60%, ამის შემდეგ კი კატასტროფულად დაეცა და დღეისთვის მხოლოდ 25%-ს შეადგენს.

ასევე კატასტროფულად შემცირდა ბავშვების რაოდენობა: 8-წლამდელებში სულ 460 ვარჯიშობს. ამ პროცესს ისიც ემატება, რომ სკოლების კატეგორიზაცია არ მომხდარა. ამავე დროს, საკომპენსაციო სისტემა ძალიან არაეფექტურია.

მნიშვნელოვანია არსებული 13 რეგიონული ფედერაციის მუშაობა, რომ კლუბებისა და მოთამაშეების რაოდენობა გაიზარდოს.

დაფინანსების სისტემა
ჯღარკავამ დაფინანსების მეთოდი წარმოადგინა. მისი თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფეხბურთს სპონტანურად და არამიზანმიმართულად აფინანსებდნენ, არ არსებობდა სისტემა. უცნობი იყო, სახსრებს ვის და რა კრიტერიუმით აძლევდნენ, რა საშეჯიბრებო ამოცანას უსახავდნენ...

ახლა სახელმწიფო სახსრების მობილიზაცია ერთიან ფონდში მოხდება, რომლიდანაც დაფინანსდება განვითარების პროგრამები, კლუბები და საფეხბურთო სკოლები, ფეხბურთის ფედერაციას კი მხოლოდ ფიფა-უეფასა და სამინისტროს ძველი დაფინანსება დარჩება. ანუ სფფ-ს ამ ფულთან შეხება არ ექნება.

ფონდის მიზანია ჩემპიონატში დონის ამაღლება, ფეხბურთში თანამედროვე მართვის მეთოდების დანერგვა, კონკურენტუნარიანი და თავისუფალი ბაზრის ჩამოყალიბება, პლუს - სოციალურ აქტივობაში ფეხბურთის ჩართულობის გაზრდა.

"დღეს ასაკობრივი ნაკრებების წევრთა 90 პროცენტი კერძო კლუბებშია გაზრდილი. იმიტომ, რომ სახელმწიფო კლუბებში ასეთი არც ამოცანა ჰქონდათ და არც სურვილი. პროგრამა სწორედ ამ დამოკიდებულებას შეცვლის", - თქვა კობიაშვილმა.

ცნობილი გახდა, რომ თანხები დაიხარჯება მსაჯთა მომზადებაში, აგრეთვე, საფეხბურთო მენეჯმენტის კურსებზე - შესაძლოა, მსაჯთა აკადემიაც ჩამოყალიბდეს. დაიწყება დეფიციტური კადრების (ფიზმომზადების მწვრთნელები, მწვრთნელ-ანალიტიკოსები, სპორტული მედიკოსები, საფეხბურთო მარკეტინგის სპეციალისტები და მოედნების აგრონომები) გადამზადება.

საჯარო სკოლების მასწავლებლებსა და რეგიონში დასაქმებულ დამწყებ მწვრთნელებს D ლიცენზიებს გადასცემენ. არის სურვილი, რომ გაუმჯობესდეს C კატეგორიის კურსებზე სწავლება, ხოლო B, A და PROF-ლიცენზიები უფრო ხელმისაწვდომი გახდეს. საქმე ისაა, რომ ამ კატეგორიაზე სწავლა ძვირია და ყველა მსურველი ვერ ახერხებს.

მასობრიობა და პოპულარიზაცია
პროგრამით, ფეხბურთის მასობრიობის გაზრდა 13-წლამდელთა რეგიონული ნაკრებების ჩამოყალიბებითა და მათი ასაკის სასკოლო ჩემპიონატის გამართვითაა გათვალისწინებული. ადგილობრივი ტურნირების შემდეგ ჩამოყალიბდება რეგიონული ნაკრებები და მათ შორის ერთიანი შეჯიბრება გაიმართება.

გოგონებისთვის კი ეროვნული ჩემპიონატი, 15-წლამდელთა რეგიონული თასის გათამაშება და 11-წლამდელთა სკოლის ჩემპიონატი იგეგმება.

ძალიან საინტერესო იყო პაუზების დროს ტურნირების ჩატარების იდეა. ზამთრის მასტერსი დარბაზში გაიმართება, რათა სეზონი გახანგრძლივდეს და მაყურებელმა ინტერესი შეინარჩუნოს, ხოლო ტურნირებზე ვეტერანი ვარსკვლავების ჩამოყვანას აპირებენ. ზაფხულის პაუზის შევსებას კი პლაჟის ფეხბურთის ტურნირით ფიქრობენ.

10-გუნდიანი ჩემპიონატი
ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ეროვნული ჩემპიონატის რეფორმირების რევოლუციური იდეა. 2016 წლის ზაფხულიდან დაიწყება მოკლე, გარდამავალი ჩემპიონატი და ნოემბერში დასრულდება. 16 გუნდი 8-8-გუნდიან ორ ჯგუფად დაიყოფა და ნოემბრამდე ორ წრედ (14 მატჩი) ითამაშებს.

ჩემპიონი ჯგუფების გამარჯვებულს შორის გამოვლინდება, ისევე, როგორც - ევროსაგზურების მფლობელები. მაგრამ ჯერ ამის დეტალები ზუსტდება. ლიგიდან 6 გუნდი გავარდება და მივიღებთ 10-გუნდიან ჩემპიონატს.

გარდამავლი ჩემპიონატის დროს, პირველი ლიგიდან გუნდი აღარ დაწინაურდება. არგუმენტად კობიაშვილმა ეს ფაქტი დაასახელა - ლიცენზირების სურვილი ლიდერების აბსოლუტურმა უმრავლესობამ არ გამოხატა, ანუ განვითარების სურვილი თუ არ აქვთ და ლიცენზიას ვერ იღებენ, უმაღლესში არაფერი ესაქმებათო.

გარდამავალი ჩემპიონატის შემდეგ 10-10 გუნდი ითამაშებს PRO ლიგა 1-სა და PRO ლიგა 2-ში, ორ 10-10-გუნდიან ჯგუფად დაიყოფა ეროვნული ლიგა 1 (ანუ რეგიონული ლიგა). გარდა ამისა, ჩამოყალიბდება კიდევ ერთი რეგიონული ლიგა, ეროვნული ლიგა 2, სადაც გუნდების რაოდენობა ჯერაც განუსაზღვრელია.

ჩემპიონატი გაზაფხული-შემოდგომის სისტემაზე გადავა, მარტში დაიწყება და ნოემბერში დასრულდება. 2016/17 წლების ევროსეზონზე კი გარდამავალი ეტაპის საუკეთესოები მოხვდებიან. კობიაშვილმა ეს ცვლილება საბიუჯეტო დაფინანსებით, მოედნების მდგომარეობით, ევროთასებზე გუნდების უკეთ გამოსვლის მოტივითა და სხვა ფაქტორებით ახსნა.

ამას გარდა, ყოვლად უმოტივაციო დუბლების ჩემპიონატის ნაცვლად, 20-გუნდიანი 19-წლამდელთა ჩემპიონატი გაიმართება, გამარჯვებული კი ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე მოხვდება.

საინტერესო დეტალია: ეროვნული ლიგა 1 და ეროვნული ლიგა 2 სამოყვარულო იქნება. აქ მნიშვნელოვანი ქვეტექსტია ჩადებული: საქმე ისაა, რომ ტოტალიზატორები სამოყვარულო ლიგების თამაშებზე ფსონს არ იღებენ. ბოლო წლებში კი აზიური ტოტალიზატორების ინტერესი ჩვენი რეგიონული ლიგის მატჩებსაც მისწვდა და საშინელება ტრიალებდა. კარგია, რომ სფფ-მ ეს ამბავი გაითვალისწინა.

დაფინანსება და საპრიზო პრემიები
გუნდები ჩემპიონატში შემდეგ თანხებს მიიღებენ:

უმაღლესი ლიგა (II წრე)
საბაზისო 0,80 მლნ
სტიმულირება 0,40 მლნ
პრემია 0,75 მლნ

პირველი ლიგა (II წრე)
საბაზისო 0,30 მლნ
სტიმულირება 0,05 მლნ

მეორე ლიგა (II წრე)
საბაზისო 0,05 მლნ

გარდამავალი ჩემპიონატი
უმაღლესი ლიგა
საბაზისო 0,60 მლნ
სტიმულირება 0,30 მლნ
პრემია 0,60 მლნ

ახალი ჩემპიონატი
PRO ლიგა 1
საბაზისო 1,00 მლნ
სტიმულირება 0,50 მლნ
პრემია 6,00 მლნ
საპირზო ფონდი 6,00 მლნ

PRO ლიგა 2
საბაზისო 0,70 მლნ
სტიმულირება 0,30 მლნ
პრემია 3,00 მლნ

ეროვნული ლიგა 1
საბაზისო 0,25 მლნ
სტიმულირება 0,05 მლნ

ეროვნული ლიგა 2
საბაზისო 0,04 მლნ

ნიკა ჯღარკავამ ციფრები დაასახელა: შესაძლოა, 10-გუნდიანი ჩემპიონატის გამარჯვებულმა 3,5 მილიონი ლარი მიიღოს, გავარდნილმა - 2,3 მილიონი. ხოლო PRO ლიგა 2-ში გამარჯვებულმა და გავარდნილმა, შესაბამისად - 1,7 მილიონ ლარზე მეტი.

ერთიანი ფონდი
ერთიანი ფონდი კლუბებს დაეხმარება ტურისტული მომსახურების, შეკრებებისა და გასვლითი მატჩების ორგანიზებაში, სპორტული ეკიპირების, ბურთების შეძენაში, სამედიცინო მომსახურებაში, ტრანსპორტირებაში, სასტუმროების დაჯავშნაში.

ცხადია, ერთიანი შეკვეთის შემთხვევაში ეს ყველაფერი გაცილებით იაფი დაჯდება, ვიდრე გუნდები ცალ-ცალკე რომ გააკეთებენ. ეს ამ ფონდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია იქნება და სახელმწიფო სახსრები გაცილებით ეფექტურად დაიხარჯება.

მედიაპროექტი
კობიაშვილმა დაადასტურა, რომ 10-გუნდიან ჩემპიონატში თამაშები მხოლოდ ბალახისსაფარიან მოედნებზე გაიმართება. აუცილებელი პირობა იქნება თამაშების კეთილმოწყობილ სტადიონებზე, განათებაზე ჩატარება და სატელევიზიო გაშუქება.

ეს კიდევ ცალკე პუნქტია. მზადდება მედიაპროექტი, რომლის მიზანიც ეროვნული ჩემპიონატის მაღალ დონეზე გაშუქებაა - ტელევიზიით, ბეჭდურ მედიაში, სოციალურ ქსელებში. ეს შეეხება მატჩისწინა მზადებას, თამაშების პირდაპირ რეპორტაჟებსა და ტურის მიმოხილვას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 77 /
ზაფხულში თამაში საშინელებაა. 15 ივნისიდან 15 აგვისტომდე მაგრა ჭირს. ხალხიც გაფანტულია. იშვიათი გამონაკლისი გარდა 10 დეკემბრამდე ისე არ ჭირს. მარტიდან უკვე შეიძლება თამაში. მე მგონი აგვისტოს ბოლოდან მაისის ბოლომდე ჯობია.
ხოლო პლიუსი ის არის რომ როცა ევროტურნირები იწყება ჩვენები ფორმაში იქნებიან და პირველ 2 წრეს ადვილად გაივლიან.
azza
18 თებერვალი 2016 16:08
0
პროექტი კი არა, მარტივი მონახაზია და აქაც მრავალ დღესავით ნათელ აუცილებლობასთან ერთად (თუნდაც 10-გუნდიანი ლიგები) ამდენსავე ცხადზე უცხადეს სისულელეს ვაწყდებით. ჯერ ერთი, ეს გაზაფხული-შემოდგომა საიდან მოათრიეთ, ამ მთავრობის სატელიტებმა ყველა სფეროში ბრმად რომ არ მიბაძოთ რუსეთს, არ გამოგდით? მერე კიდევ, რას ნიშნავს PRO 1 ლიგიდან გავარდნილის სტიმულირება 2,3 მილიონით და ლიგაში აღზევებულისა კი - მხოლოდ 1,7 მილიონით. ან საერთოდ, თუ სტიმულირებაა, უვარგისი მენეჯმენტის გამო გაკოტრებულ გუნდებზე კი არა, იმათზე უნდა გაკეთდეს აქცენტი, ვინც დასრულებულ სეზონში მაღალი მიზნებისთვის იბრძოდა და ცოტაღა დააკლდა ჩემპიონობამდე თუ ევროსაგზურამდე, ასევე მზარდი განვითარების ტენდენციით გამორჩეულ, ანუ რანგით მაღალ ლიგაში აღზევებულ გუნდებს. ვინც გავარდა, იბრძოლოს დაბრუნებისთვის, დაამტკიცოს, რომ ღირსია და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს ჯილდო და არა პრივილეგია.
თასზე საერთოდ არაფერია ნათქვამი. პრემირების სისტემა კი იქაც საჭიროა. მე თუ მკითხავთ, საქართველოს მეორე თასიც სჭირდება, დაბალი რანგის გუნდების უფრო ინტენსიური ჩართულობით (როგორც საფრანგეთშია), რეგიონის პერსპექტიული ახალგაზრდობის გამოსავლენად. ამ თასის ძირითადი თამაშები, როგორც ფინეთში, თურქეთსა და სხვა ქვეყნებში, სწორედ ზამთრის შესვენებაზე უნდა ტარდებოდეს რეგიონალურ (ხელმისაწვდომობისთვის) ჯგუფებში ყველა ლიგის მონაწილეობით, PRO 1-ის გარდა. გაზაფხულიდან კი საპლეიოფო მატჩებში საქართველოს საუკეთესო ათეულიც ჩაერთვება.
საინტერესოა აგრეთვე PRO 1-ის კალენდარი. თუ 10 გუნდი იქნება (და მეტი ნამდვილად არც არის საჭირო) მინიმუმ 4 წრე უნდა ითამაშონ. უფრო მართებული მგონია ლიგის გუნდების ორად დაყოფა ან პლეი-ოფების გამართვა სეზონის ფინიშზე (შოტლანდია, საბერძნეთი, ჰოლანდია, ბელგია). ეს ზრდის იმის შესაძლებლობას, რომ ევროსაგზურები სწორედ იმ მომენტისთვის საუკეთესო ფორმაში მყოფმა გუნდებმა მოიპოვონ.
და ბოლოს 20-გუნდიანი ცხრამეტწლამდელები რა ოხრობაა. დუბლები აქციეთ ცხრამეტწლამდელებად, ოღონდ მიეცით გუნდებს მათში ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრებისთვის ან რეაბილიტაციის პროცესში მყოფი ფეხბურთელების ნორმირებული რაოდენობის ინტეგრირების შესაძლებლობა. ეს 19-წლამდელებსაც წაადგებათ. და ჰყავდეთ ეს გუნდები PRO-1-ის გუნდებსაც და PRO 2-ის გუნდებსაც, ოღონდ მათი პირველობებიც ცალ-ცალკე უნდა იმართებოდეს. მასობრიობისთვის ზრუნვა საჭიროა (სასკოლო, რეგიონალური და სხვა ტურნირები და ა. შ.), მაგრამ თუ მძლავრი საფეხბურთო ცენტრები არ ჩამოაყალიბეთ განვითარებული ინფრასტრუქტურით, საბავშვო აკადემიებით და ა. შ., ხარისხის გარეშე მასობრიობა არაფერს მოგცემთ!
ცოტნე დადიანი
18 თებერვალი 2016 15:59
0
ყველაფერი კარგია გაედა გაზაფხული შემოდგომის პრინციპიტ ჩემპიონატის ჩატარების, ჩვენთან არ არის ისეთი მკაცრი ზამთარი რომ ამის საჭიროება იყოს, შეგვიზლია უბრალოდ გაზაფხულზე ჩემპიონათი ცოტა გვიან განვაახლოტ მაგალითად მარტის 15 დან და ეს საკმარისი იქნება რომ ნორმალურ კლიმატში მოუწიოთ ჩვენს ფეხბურთელებს თამაში, და ბალახიც მოასწრებს ამოსვლას გარდა ამისა შეგვიზლია მათ შორის პაუზებისას ხელოვნურ მოედნებზე რაიმე კარგი საერთაშორისო ტურნირი მოვაწყოთ მაგალითად შავიზგვის თასი თურქეთი უკრაინა ბულგარეთი და სხვა ქვეყნის კლუბები მოვიწვიოთ მივამატოთ ამას კასპიის ზღვის ქვეყნებიც და შესანიშნავი მოსამზადებეელი ეტაპი იქნება ყველასთვის არ არი აუცილებელი ჩემპიონები ჩამოვიყვანოთ ვინც დათანხმდება ის ჩამოვა მაგალითად თურქეთიდან ტრაბზონი რომ ჩამოვიდეს ესეც საკმარისი იქნება და რაგაც მსგავსი დონის თასი რომ მოვაწყოთ ხალხიც ივლის ასეთ ტურნირზე.
გიოსვანი
18 თებერვალი 2016 15:43
0
მთელი ევროპა ყინულოვანი ქვეყნების გარდა შემოდგომა-გაზაფხულის სისტემით თამაშობს და ჩვენ რა გვჭირს?
eh
18 თებერვალი 2016 15:38
0
ნაკრების ამბავი მოაგვარეთ. თუ შესაძლებელია ცხადაძეს მიეცით შანსი ან გეგუჩაძე მგონია კარგი ამ ეტაპზე. გააგრძელებს კარგათ
კახაბერი
18 თებერვალი 2016 15:09
0
კახა ბატონო. პირველი ორი მარტო საკმარისი არ არის,, მე-4,, და მე-8 თუ მე-6 ადგილის დაკავებაშ შორის სხვაუბა უნდა იყოს რამე,, ინტერესი უნდა ჰქონდეთ რაც შეიძლება მაღალი ადგილი დაიკავონ. ინტერესი კი დაფინანსება უნდა იყოს. სხვა რა? თუ არა ,, ტყუილად იქნება ჩემპიონატში როგორც კი მაღალ ადგილზე მოხვედრის შანსს დაკარგავს. გაყიდის მერე თამაშებს აბა რას იზამს?
Davit
18 თებერვალი 2016 15:03
0
გაიხარეთ. 2-3 ადგილოსნებსაც რო მიეცს ფულადი სოლიდური ჯილდო დამერწმუნეთ რო ჩემპიონატის დონე 2 წელიწადში საგრძნობლად მოიმატებს და მეტი უშეღავათო ბრძოლას ვიხილავთ. და გუნდები უფრო მეტად დაინტერესდებიან ძლიერი ფეხბურთელების შეძენით. გამიხარდა . მაგარი საქმე კეთდება
კახაბერი
18 თებერვალი 2016 14:45
0
საპრემიო ფონდიდან ,, ბოლო ადგილოსანმაც უნდა მიიღოს ფული.
Davit
18 თებერვალი 2016 14:31
0
2017 წლიდან 4 წრიანი ჩემპიონატი გვექნება?
Guga
18 თებერვალი 2016 14:31
0
კიდევ ერთი აუცილაბლად ბავშვებმა უფასოდ უნდა ივარჯიშოოონ, და გუნდი რომელიც ამას არ უზრუნველყოფს უნდა აეკრძალოს ჩემმპიონატში მონაწილეობის უფლებაა, ან რაღაც ამდაგვარი, სანქციის ინტერპრეტირება შეიძლება.
Davit
18 თებერვალი 2016 14:30
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული