კლუბსა და ფეხბურთელს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია. აჰმედოვი გორში დღეს ჩავა და სეზონის განახლებისთვის სამზადისს შეუერთდება.
აჰმედოვი უზბეკეთში ცნობილი მეკარეა. მას ამ ქვეყნის რამდენიმე გუნდში უთამაშია და თავის დროზე ქვეყნის საუკეთესო მეკარეც ყოფილა. შეგახსენებთ, რომ ზამთარში "დილა" უკრაინელმა გოლკიპერმა ოლეკსეი შევჩენკომ დატოვა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"