3 ქულის მოსაპოვებლად დიდი ბრძოლა გადახდა თავს სატურნირო ცხრილის ლიდერ თბილისის "დინამოს", რომელიც თერჯოლის "საპოვნელას" ზესტაფონში დაუპირისპირდა.
იურაი იარაბეკის გუნდი თენგიზ ჩიკვილაძის ბრწყინვალე საჯარიმო დარტყმის შემდეგ აგებდა, თუმცა "დინამომ" მატჩის ბედის შემოტრიალება მაინც მოახერხა.
განსაკუთრებით დრამატული შეხვედრის ბოლო წუთები
სტუმრად მოიპოვა სამი ქულა მოქმედმა ჩემპიონმა გორის "დილამაც", რომელმაც მინიმალური ანგარიშით ფოთის "კოლხეთს" სძლია.
სატურნირო ცხრილის სათავეში თბილისის "დინამოა" 43 ქულით, 38 ქულაა მეორეადგილოსანი "დილას" ანგარიშზე.
უმაღლესი ლიგა. XVI ტური
სიონი-გურია 1:1
გოლები: 1:0 ვარლამ კილასონია (პენ. 33), 1:1 ევგენი მოროზენკო (37).
მერანი-ტორპედო 2:1
გოლები: 1:0 ვანო ხაბელაშვილი (6), 1:1 ოლეგ მამასახლისი (59), 2:1 ვანო ხაბელაშვილი (78)
კოლხეთი-დილა 0:1
გოლი: 0:1 ირაკლი ძარია (63).
საბურთალო-ცხინვალი 2:2
გოლები: 1:0 გიორგი ხარაიშვილი (3), 2:0 გიორგი ფანცულაია (35), 2:1 გიორგი ივანიშვილი (50), 2:2 თორნიკე გორგიაშვილი (პენ. 64).
გაძევება: ოთო გოშაძე (საბურთალო, 62), უჩა ბერძენაძე (ცხინვალი, 71).
საპოვნელა-დინამო (თბ) 1:2
გოლები: 1:0 თენგიზ ჩიკვილაძე (72), 1:1 გიორგი ქვილითაია (75), 1:2 ალექსანდრე იაშვილი (94).
შუქურა-სამტრედია 1:1
გოლები: 1:0 გრიგოლ დოლიძე (22), 1:1 ბუდუ ზივზივაძე (50).
ზუგდიდი-დინამო (ბთ) 0:1
გოლი: 0:1 მარკო მიჰაილოვიჩი (43).
ტური დღის ბოლოს, თბილისის "ლოკომოტივისა" და საჩხერის "ჩიხურას" დაპირისპირებით დასრულდება, რომელიც მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 20:00 სთ-ზე დაიწყება.
ჩემი მხრივ ბოდიშს ვუხდი ყველას თუ გადავაჭარბე, მაგრამ ასეთი დაუკვირვებელი ფრაზები ყოველთვის მაცოფებდა.
chempionati pipia nutu ver xvseba rom dila10 tavit magka dga dinamoze