მიხაილ გორელიშვილი კარიერას სომხურ "მიკაში" გააგრძელებს

AutoSharing Option
სერგეი იურანის გაწვრთნილ სომხურ "მიკაში" კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ჩაირიცხა. ეს გახლავთ 22 წლის შემტევი მიხაილ გორელიშვილი. ის რუსეთში გაიზარდა და საფეხბურთო განათლებაც იქვე მიიღო. საქართველოში კი წარმატებით თამაშობდა გორის "დილაში".

რუსეთში გორელიშვილს ყაზანის "რუბინსა" და "ტოსნოში" უთამაშია.

გეხსომებათ, მის გარდა, "მიკამ" კიდევ ერთი ჩვენებური შემტევი - სოსო ჩახვაშვილი აიყვანა, ვინც ბოლოს ირანის ჩემპიონატში თამაშობდა, ახლახან კი ძალებს "ცხინვალში" ცდიდა, თუმცა საბოლოოდ საქართველოდან წასვლა გადაწყვიტა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
სამარცხვინო ამბავია ფრიად
tombola
22 თებერვალი 2016 17:52
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული