გურია-შუქურა 0:0 - ესეც "პანამა" ქუდი!..

AutoSharing Option
ეს მატჩი მარტო "გურიის" ისტორიაში არ შევა - განაცხადში შეყვანილი 16 მობურთალიდან, არც მეტი, არც ნაკლები, 9 (!!!) ლეგიონერი აქამდე არც ერთ ქართულ კლუბს არ ჰყოლია! აქედან რვამ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო. თუ ამას სტუმართა ორ ლეგიონერსაც დავუმატებთ, გამოდის, რომ "ევგრაფი შევარდნაძეზე" ათმა უცხოელმა ითამაშა, აქედან ბოლო 10 წუთი ცხრამ - ერთდროულად!

თუ ამათ დავუმატებთ ორ დამტკიცებულ და ორსაც დასამტკიცებელ ლეგიონერს, გამოდის, რომ "გურიაში" ახლა იმდენი უცხოელია, ჯამში 25 წლის განმავლობაში რომ არ ჰყოლია...

სიმბოლური დამთხვევა იყო ისიც, რომ მატჩის განმსჯელად
ფედერაციამ აბდულა ბასლეჰლო მოავლინა. სირიელმა რეფერიმ "ევგრაფი შევარდნაძეზე" პირველად იმსაჯა.

პირველად ქართული ჩემპიონატების ისტორიაში, კოსტარიკელი, თან ორი ერთად (მაურისიო ნუნიესი და ელვინ ბენეტი) "გურიამ" წინა ტურში ათამაშა!

ამჯერად ლანჩხუთელებმა ეროვნულ ჩემპიონატს "პანამა" ქუდიც დაახურეს - ჩვენს პირველობაზე პანამელმაც პირველად ითამაშა - "გურიის" თავკაცმა ვიქტორ დემიდოვმა 79-ე წუთზე ჯამალ როდრიგესი შეუშვა მოედანზე.

ეს მეორე შეცვლა იყო (პირველი იძულებითი გახლდათ, რადგან მეკარე ანდრეი პოლტავცევი დაშავდა), რუსმა სპეციალისტმა შეტევის გასაძლიერებლად რომ განახორციელა.

მის გუნდს ორი შანსი ჰქონდა - პირველ ტაიმში ევგენი მოროზენკომ (წინა ტურში "სიონს" სადებიუტო შეხვედრაშივე რომ გაუტანა) კარგი კომბინაციის დამაგვირგვინებელ დარტყმას საჭირო ძალა ვერ მისცა, მაგრამ - ყოჩაღ აზამატ ჯიოევს, მცველის გამო ბურთს რომ ვერ ხედავდა და რეაგირება მაინც მოასწრო!

მეორე ტაიმში კი "შუქურა" შეტევაში ჩართული ბენეტის დარტყმას გადაურჩა. თავის მხრივ, გულხელდაკრეფილი არც სტუმრები ყოფილან, თუმცა ჩანდა, ქობულეთელები ფრეზეც ყაბულს იყვნენ და ამიტომ ძალიანაც არ ამწვავებდნენ თამაშს...

ლანჩხუთში მატჩს დაახლოებით 2500 მაყურებელი დაესწრო...

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. II წრე. XVII ტური
23.02. ლანჩხუთი. "ევგრაფი შევარდნაძე"
გურია-შუქურა 0:0
გურია: პოლტავცევი (33. იმერლიშვილი), ნოზაძე, ბენეტი, ჩადუნელი, გელაშვილი (79. როდრიგესი), ზოზულია, მოროზენკო, ნუნიესი, გამყრელიძე (67. ტობოევი), შტანდერი, ალავერდაშვილი.
სათადარიგოები: ჟუნიორი, კილაძე
მწვრთნელი: ვიქტორ დემიდოვი
შუქურა: ჯიოევი, კომახიძე, ჩალაძე, მალანია, აფაქიძე, გეგეჭკორი, პუკანიჩი, თარხნიშვილი, გეწაძე, მოსიაშვილი, ლობჯანიძე.
სათადარიგოები: სტურუა, ტაკიძე, ბრაჭული, ანანიძე, ჭანუყვაძე, მ. კაკალაძე, კერძევაძე
მწვრთნელი: თეიმურაზ შალამბერიძე
გაფრთხილება: პუკანიჩი (90+3)
არბიტრი: ა. ბასლეჰლო

ბომბარდირები
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 13
გ. ქვილითაია (დინამო (თბ) 13
ო. მარცვალაძე (დილა) 13
დ. ტატანაშვილი (სიონი) 10
ი. სიხარულიძე (სამტრედია) 10

XVIII ტური
27 თებერვალი, შაბათი
საბურთალო-დინამო (თბ)
ლოკომოტივი-სამტრედია
ზუგდიდი-ცხინვალი
შუქურა-სიონი
კოლხეთი -დინამო (ბთ)
მერანი-ჩიხურა
დილა-ტორპედო
საპოვნელა-გურია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
საკმაოდ ძლიერი ლეგიონერები არიან ახლა მათ შეთამაშება ჭირდებათ და შედეგიც მოვა,საერთოდ თუ ლეგიონერი ჩამოდის უნდა კარგი ფეხბურთელი იყოს რომ ჩემპიონატის დონე აიწიოს ისე სხვანაირად ევროპულ ასპარეზზე წარმატებას ვერ მივახწევთ.
bebeto
14:38 25-02-2016
0
არა, აჰ! არა!))) "მაი" ფული, თუ გაქვთ ძამა, ხალხს "მუახმარეთ". ხალხს! იი კოსტარიკელი და თუნდაც რუსი, კაი რომ იყოს "მაქანე არ ჩამუა".
აია "გურია"?! :)
12:52 24-02-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული