დავით ჩაგელიშვილი: "ლოკომოტივს" სერიოზული გეგმები აქვს და შესაძლოა, ყაზახეთში აღარც წავიდე

AutoSharing Option
თბილისის "ლოკომოტივის" კიდევ ერთი ახალწვეული - თავდამსხმელი დავით ჩაგელიშვილია. ეს საკმაოდ მოულოდნელი ტრანსფერია, რადგან "ლელო" უკვე წერდა, რომ 29 წლის თავდამსხმელი მეორე წრიდან "სამტრედიის" ღირსებას დაიცავდა.

თბილისის "ლოკომოტივში" ის ადრეც თამაშობდა, იყო გორის "დილაშიც", 2012 წლიდან კი ყაზახეთში წავიდა და ჯერ იქაური პრემიერლიგის ბინადარ ჩიმკენტის "ოკჟეტპესში" გამოდიოდა, 2015 წლიდან კი - პეტროპალოვსკის "ყიზილხარში".

ჩაგელიშვილმა მოსამზადებელი ეტაპის ბოლო ეტაპი "სამტრედიაში" გაატარა
და გუნდს ლანჩხუთის "გურიასთან" ბოლოს საკონტროლო შეხვედრაშიც დაეხმარა, მაგრამ... საქართველოს ჩემპიონატი განახლდა და ჩაგელიშვილი სამტრედიელთა შორის არც "შუქურასთან" მატჩში გამოჩენილა და არც - "საპოვნელასთან".

საინტერესოა, რატომ გადაწყვიტა გამოცდილმა ფეხბურთელმა სატრანსფერო "ფანჯრის" დახურვამდე სხვა კლუბში გადასვლა?

"გია ცეცაძის მადლიერი ვარ, "სამტრედიაში" რომ მიმიწვია. ის ადრე გორის "დილაშიც" მავარჯიშებდა და მის ხელში საუკეთესო სეზონი ჩავატარე... მაგრამ ბოლო მომენტში თბილისის "ლოკომოტივმა" უკეთესი პირობები შემომთავაზა და წამოსვლა გადავწყვიტე.

ახლახან დავოჯახდი და დროებით საქართველოში მსურდა თამაში, მაგრამ "ლოკომოტივს" სერიოზული გეგმები აქვს და შესაძლოა, ყაზახეთში აღარც წავიდე", - გვითხრა ჩაგელიშვილმა.

მიუხედავად იმისა, რომ პეტროპალოვსკის "ყიზილხარი" 2015 წლის ბოლოს დატოვა, ჩაგელიშვილისთვის "ლოკომოტივი" სეზონში მესამე კლუბი (რაც აკრძალულია) არ იქნება.

"ყაზახეთში სეზონი დასრულდა, ფიფას წესით კი, იქ თამაში მიმდინარე სეზონში არ ჩამეთვლება", - განმარტა "ლოკომოტივის" ახალწვეულმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული