თბილისის "დინამოს" ლაზარეთი იცლება, კაკაბაძე დღეიდან იწყებს...

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ლაზარეთი თანდათან იცლება. საქართველოს მიმდინარე ჩემპიონატის ლიდერს ან დაუბრუნდნენ, ან მალე დაუბრუნდებიან ის მოთამაშეები, რომლებიც იურაი იარაბეკის გუნდს კიდევ უფრო გააძლიერებენ.

თბილისის "ლოკომოტივთან" შეხვედრაში "დინამოს" ტრავმების გამო ვერ დაეხმარნენ გიორგი ქვილითაია და მათე ცინცაძე. ცნობილია, რომ ქვილითაიამ ერთ-ერთ ვარჯიშზე ნეკნი დაიზიანა და უახლოეს დღეებში დაიწყებს ვარჯიშს.

ვახტანგ ჭანტურიშვილმა "ლოკომოტივთან" მატჩი ვირუსის გამო გამოტოვა.

"დინამოს" რიგებში ვარჯიში დაიწყო ესპანელმა ახალწვეულმა მიკელ ალვარომ. დღეს უნდა ივარჯიშოს მარჯვენა მცველმა ოთარ კაკაბაძემ, რომელმაც "დინამოს" თურქული შეკრება ტრავმის გამო გააცდინა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული