"ცხადია, წაგებამ გული დამწყვიტა, მაგრამ მეორე მხრივ, ის ფაქტი მახარებს, რომ ქართულ ფეხბურთში გამოცოცხლება იგრძნობა. მალე გარდამავალი ჩემპიონატი დაიწყება, უმაღლესი ლიგის ფორმატი შეიცვლება და გუნდების ინტერესშია, რომ შეკვეცილ სეზონს მაქსიმალურად მომზადებულები შეხვდნენ. მზადება კი აქედანვეა დაწყებული.
ცხადია, ეს ჩემპიონატს წაადგება და მიმაჩნია, რომ "ტორპედოსთან" ჩვენი წაგებაც ამის გამოძახილი იყო. ახლა ყველა კლუბის ხელმძღვანელობას
სოსიაშვილის ასეთი პოზიცია შეიძლება ბევრს გაუკვირდეს, რადგან ცოტა ხნის წინ "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებით მისი კომენტარი კრიტიკად აღიქვეს:
"ეტყობა, ჩემი პოზიცია კარგად ვერ გაიგეს და მეც ბოლომდე ვერ დავაკონკრეტე. მაშინ მხოლოდ ის ვთქვი, რომ ფეხბურთისთვის წელიწადში 50 მილიონი ცოტაა. მაგრამ ნამდვილად არ მიგულისხმია, რომ ეს პროგრამა ცუდია.
ან რატომ ვიტყოდი, როცა სახელმწიფო პროგრამას ქართული საფეხბურთო სამყარო დიდი ხანია, ელოდა. პირიქით, ეს მშვენიერი საქმეა და ქართულ ფეხბურთს აუცილებლად წაადგება", - განმარტავს "დილას" მწვრთნელი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"