დინამო (თბ)-მერანი 2:0 - მეტოქე აღარ ჩანს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თბილისის "დინამო" ისე დაწინაურდა, ჩემპიონობისთვის ბრძოლაში მისი მეტოქე უკვე აღარც ჩანს. ძნელი სათქმელია, ეს გია გეგუჩაძის ჩაყრილი შრომის შედეგია თუ გუნდი მეორე წრეში უდანაკარგოდ იურაი იარაბეკის კარგი მუშაობის წყალობით მიიწევს წინ, მაგრამ ფაქტია - ჯერჯერობით, "დინამოს" სათანადო წინააღმდეგობას ვერც ერთი გუნდი ვერ უწევს...

ასე მოხდა მარტვილის "მერანის" შემთხვევაშიც, რომელმაც მეორე წრეში მდგომარეობა რადიკალურად გამოასწორა და რამდენიმე საფეხურით დაწინაურდა. ამჯერადაც, ბადრი კვარაცხელიას გუნდი ლიდერისთვის წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდა, მაგრამ დინამოელთა კლასმა თავისი გაიტანა.

იარაბეკის გუნდმა თამაში შეტევებით დაიწყო. მეტოქის კარის აღება გიორგი
ქვილითაიამ, გიორგი თევზაძემ
და ალექსანდრე იაშვილმა სცადეს, შედეგი კი 25-ე წუთზე დადგა - იაშვილმა მშვენიერი გამჭოლი გადაცემით მცველებს შორის ქვილითაია მოძებნა და მეკარესთან პირისპირ დატოვა, ფორვარდმაც შორეულ კუთხეში "მოჭრილი" დარტყმით გახსნა ანგარიში - 1:0.

სტუმრებიდან განსაკუთრებით თავდამსხმელი ნიკა საბანაძე და მარჯვენა მცველი კიჭი მელიავა აქტიურობდნენ, მაგრამ თანაგუნდელებმა მათ მხარი ვერ აუბეს. ლერი ხაბელაშვილს წონასწორობის აღდგენის შანსიც ჰქონდა, როცა საჯარიმოში შეაღწია, მაგრამ არაზუსტად დაარტყა.

ტაიმის მიწურულს, იაშვილის მეცადინეობით, კიდევ ერთი გოლი გავიდა. კუთხურიდან მის მიერ ჩაწოდებულ ბურთს ქვილითაია ვერ შესწვდა, სამაგიეროდ, ალეკო ამისულაშვილმა ახლო მანძილიდან ზუსტად დაარტყა და - 2:0.

მეორე ტაიმი ფორმალობად იქცა. "მერანს" არ ჰქონდა იმხელა რესურსი, თამაში რომ შემოეტრიალებინა. თავიდან მომენტებს ისევ დინამოელები ქმნიდნენ. მარტვილელთა კარს დაემუქრნენ ლაშა პარუნაშვილი, ოთარ კიტეიშვილი, იგივე ქვილითაია... მაგრამ მასპინძლები მეორე ტაიმში მაინც დამშვიდებულები ჩანდნენ.

"მერანმა" კი პრესტიჟის გოლისთვის მაინც გაიბრძოლა. ლაშა ჯღამაიამ ორჯერ სცადა ანგარიშის შემცირება, მაგრამ ლიბორ ჰრდლიჩკას ვერაფერი მოუხერხა. თამაშის ბოლოს ისევ "დინამომ" შეუტია, თუმცა შედეგი არც მიკელ ალვაროს შეტევას მოჰყოლია და არც რენე ფერეირას მცდელობას.

ამ გამარჯვებით თბილისელებმა უშუალო მდევარ გორის "დილას" უკვე 12 ქულით გაუსწრეს და წარმოუდგენელია, ამხელა უპირატესობა გაანიავონ.

მატჩის შემდეგ
იურაი იარაბეკი (დინამო თბ): "საკმაოდ კარგად ორგანიზებულ გუნდს ვეთამაშეთ, რაც წინა ტურშიც გამოჩნდა, როცა "მერანმა" ძლიერ მეტოქეს აჯობა. დღევანდელი მატჩიც ამის დასტურია, რადგან იოლად არ მოგვიგია. მეორე ტაიმში "მერანი" უფრო თამამად და ორგანიზებულად თამაშობდა, მაგრამ გამარჯვება მეტი მოძრაობისა და სისწრაფის ხარჯზე მოვახერხეთ".

ბადრი კვარაცხელია (მერანი): "სულაც არ ვარ ჩემი გუნდით უკმაყოფილო. მიუხედავად წაგებისა, ბიჭებმა ხასიათი გამოავლინეს და მეორე ტაიმში მეტოქეს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს, მაგრამ "დინამო" უფრო მაღალი კლასის გუნდია და ვერაფერი გავაწყვეთ".

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XIX ტური
06.03. თბილისი. "დინამო არენა"
დინამო (თბ)-მერანი 2:0
გოლები: 1:0 ქვილითაია (25. იაშვილის პასით), 2:0 ამისულაშვილი (40. იაშვილის პასით)
დინამო: ჰრდლიჩკა, უ. ლობჟანიძე, რენე ფერეირა, ამისულაშვილი, გ. თევზაძე (64. ალვარო), ჭანტურიშვილი, პარუნაშვილი, ზ. ჭელიძე, კიტეიშვილი (86. ს. ლობჟანიძე), ა. იაშვილი (71. არაბული), გ. ქვილითაია.
სათადარიგოები: ბეგაშვილი, გველესიანი, გ. ჯანელიძე, გ. გურული
მწვრთნელი: იურაი იარაბეკი
მერანი: მამალაძე, მელიავა, ა. გიორგაძე, ციმაკურიძე, კიკნაველიძე, ჯღამაია, შ. ჯიქია (46. აშორტია), ტეიდი, უგულავა (75. ა. შენგელია), ხაბელაშვილი (64. გეგია), საბანაძე.
სათადარიგოები: სევოსტიანენკო, რუხაია, კენჩხაძე, ციცხვაია
მწვრთნელი: ბადრი კვარაცხელია
გაფრთხილებები: ხაბელაშვილი (11), ალვარო (65), ჯღამაია (89), ჭანტურიშვილი (89), პარუნაშვილი (89), ციმაკურიძე (89)
არბიტრი: ი. კვირიკაშვილი.

XIX ტური
07.03. სამტრედია.
სამტრედია-საბურთალო
"ეროსი მანჯგალაძე". 15:00
ურთიერთშეხვედრები
1: +0 =0 -1, 2:3
პირველი წრე 2:3

XX ტური
11 მარტი, პარასკევი
ლოკომოტივი-სიონი

12 მარტი, შაბათი
დილა-ჩიხურა
ზუგდიდი-დინამო (თბ)

13 მარტი, კვირა
მერანი-სამტრედია
დინამო (ბთ)-ცხინვალი
საბურთალო-გურია
საპოვნელა-შუქურა
კოლხეთი -ტორპედო.

ბომბარდირები:
გ. ქვილითაია (დინამო თბ) 16
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 13
ო. მარცვალაძე (დილა) 13
დ. ტატანაშვილი (სიონი) 12
ბ. ზივზივაძე (სამტრედია) 10
ი. სიხარულიძე (სამტრედია) 10
გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 10
ჯ. ჯიღაური (დინამო (თბ) 10

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ეს თავში ხელის წამოშენა რა მოდაა? 10 მეტრით რო აცდება კარს ბურთი და თავში წაიშენენ ხელს რა ქვია ამას?:) ითამაშეთ და მორჩით გლოვას დედაკაცებივით:)
0
სამცუხაროდ, არავითარ ინტერეს არ იცვევს ჩვენი ჩემპიონატი,სტადიონზე ცასვლა კი არა ტელევიზორში კურებაც კი დროის ტკუილად გაცდენაა,როდესმე ეშველება ამ უბედურებას?
ალეკსანდრე
14:37 07-03-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული