...მაგრამ 2013 წლის დეკემბერში "ვისოლმა" კლუბის სპონსორობა აღარ ისურვა და ფეხბურთიდან წავიდა. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან კომპანიას საფეხბურთო ბიზნესიდან არანაირი მოგება არ ჰქონდა და გასაკვირი არ იყო, რომ ბიზნესსუბიექტისთვის ასეთ უინტერესო სფეროში გაჩერება აღარ ისურვა.
ამის მიუხედავად, "ვისოლმა" "ტორპედოს" ანგარიშზე გარკვეული თანხა მაინც დატოვა,
"ვისოლის" ბოლო მცდელობა თბილისის "ლოკომოტივთან" ერთად განხორციელებული პროექტი იყო. თავიდან ყველაფერი კარგად დაიწყო, მაგრამ შემდეგ აირია. საბოლოოდ, კომპანიამ 2014 წლის სექტემბერში კლუბზე უარი თქვა.
მაგრამ ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შემდეგ, პროცესები საინტერესოდ წარიმართა - რამდენიმე კლუბში "ლელოს" უთხრეს, რომ ბიზნესწრეები თანამშრომლობით დაინტერესდნენ, შესაბამისად, სპონსორობასა და კლუბის განკერძოებაზე მოლაპარაკება დაიწყეს.
ამ კონტექსტში საინტერესო ფაქტი მოხდა - როცა ფეხბურთის ფედერაციამ "ვითიბი ბანკთან" სასპონსორო ხელშეკრულება გააფორმა, პრეზენტაციას "ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე სოსო ფხაკაძეც ესწრებოდა.
ეს ხომ არ ნიშნავდა "ვისოლის" ფეხბურთში დაბრუნებას? საერთოდ, როგორ აფასებს ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შემდეგ ქართული ფეხბურთისა და ბიზნესის დაახლოების პერსპექტივას?
"ლელომ" ბიზნესმენ სოსო ფხაკაძეს სწორედ ამ თემაზე ჩამოართვა ინტერვიუ...
- თქვენი კომპანია ქუთაისის "ტორპედოში" იმ დროს მივიდა, როცა ბიზნესი ფეხბურთით არ ინტერესდებოდა. სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შემდეგ, კლუბებში აჟიოტაჟია. მაგრამ საინტერესოა, ამ გადაწყვეტილებას ბიზნესწრეებიც ასევე შეხვდნენ და ფეხბურთისადმი ინტერესი გაუჩნდათ?
- ჩემი აზრით, ფეხბურთის ფედერაციის მიერ მიღებული და სახელმწიფოს მიერ მოწონებული პროგრამა მისასალმებელია. არა მგონია, ვითარება ძველებურად დარჩეს. ვფიქრობ, ეს ფაქტი ბიზნესში გარკვეულ ინტერესს ნამდვილად გააჩენს და განსაკუთრებით იმ კომპანიებში, რომელთაც ამ სფეროში ფეხი უდგათ.
- არც ისე დიდი ხნის წინათ, ასეთი კომპანია "ვისოლიც" იყო...
- ამ ეტაპზე, ფეხბურთში მობრუნებას არ ვაპირებთ, რადგან ჩვენ ვართ დივერსიფიცირებული ორგანიზაცია, კომპანიას ახალი ბრენდები დავამატეთ და არსებული ბიზნესმიმართულებების განვითარება გვსურს.
- შეიძლება, იმის გამოც არ გსურდეთ დაბრუნება, "ვისოლს" ქუთაისელი გულშემატკივრები დაუპირისპირდნენ...
- ამ თემაზე კომენტარს არ ვაკეთებთ. მაგრამ მიმაჩნია, რომ ფეხბურთში საქმიანობის პერიოდში ქუთაისის "ტორპედოსთვის" დიდი და კარგი საქმე გავაკეთეთ - მაგრამ არა იმიტომ, რომ ეთქვათ, კარგ საქმეს აკეთებთო. კლუბსა და იმერეთის რეგიონს მოვუტანეთ სიკეთე და ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ეს იყო. სხვათა შორის, ვაკეთეთ ის, რაც თავადაც გვსურდა, რომ გვეკეთებინა.
- მაგრამ ბიზნესისთვის ფეხბურთი მხოლოდ მაშინაა საინტერესო, როცა ის მოგებიანია. ხომ ასეა?
- არა, "ტორპედო" და ფეხბურთი ჩვენთვის ბიზნესი არ ყოფილა და არა მგონია, დღესაც იყოს.
- ამ პროგრამის ამოქმედებით, შესაძლებელია თუ არა, რომ ფეხბურთი მართლაც ბიზნესი გახდეს?
- დიახ, ამის იმედი არის. მთავრობის მიერ დამტკიცებული პროგრამა წინგადადგმული დიდი ნაბიჯია. ასეთი პროგრამა რომ დაემტკიცებინათ მაშინ, როცა ქუთაისის "ტორპედოში" ვსაქმიანობდით, ჩვენთვის ძალიან დიდი სტიმული იქნებოდა...
ამის მიუხედავად, ახლა ამ სფეროში ჩვენს დაბრუნებაზე ლაპარაკი ძალიან რთულია, რადგან "ვისოლს", როგორც გითხარით, რამდენიმე ბრენდი დავამატეთ ძალიან შრომატევადი სფეროებიდან. ჯობია, ჩვენი საქმე ვაკეთოთ, რადგან ამით ქვეყანას უფრო მეტ სიკეთეს მოვუტანთ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტორპედოს -ერთი- სუვენირ -მაღაზია არ დაუტოვეს სახსოვრად.მაშინ ფიფიამ რა ქნას.4წწ=ში40მლნ დაახარჯა დინამოს საკუთარი ჯიბიდან=კოკაიას არ იყოს.როცა ვისოლმა -4წწ=4მლნ დახარჯა და ბასეინიც ჯერჯერობით დაიტოვა და ისიც არ აჩუქა მას
რამდენჯერ უნდა შეგახსენოთ, რომ ფიზმომზადების მწვრთნელი არ აგვარებს სირბილის პრობლემას, ეს ცალკე დისციპლინაა და კლუბში შესაბამისი სპეციალის დასაქმება არის აუცილებელი!
ამისათვის შევქმენი დაუღლელად სირბილის სწავლების მეთოდიკა, რომელიც ასე ძალიან სჭირდება ქართულ ფეხბურთს, მაგრამ მის გამოყენებას არავინ ჩქარობს.