მადრიდში დაბადებულმა ფრანკო მარტინმა მუშაობა დაბალი ლიგის ესპანურ კლუბ "კორიაში" მთავარი მწვრთნელის ასისტენტად დაიწყო. შემდეგ "ფუენლაბრადაში" ფიზმომზადების მწვრთნელი იყო, 2010 წელს კი "სანტა ეუხენია" ჩააბარეს. 2012 წლიდან კი, ტერსერა დივიზიონის (III დივიზიონი, რანგით IV ლიგა) ორი გუნდი ჩაიბარა, ჯერ "ილესკასი", შემდეგ - "პუერტოლანო".
ეს უკანასკნელი მეორე ადგილზე გაიყვანა და სეგუნდა B-ში უნდა ეთამაშა, მაგრამ ფინანსური პრობლემების
სულ მარტინმა "ხეტაფეს" 14 მატჩში უხელმძღვანელა, საიდანაც 3 მატჩი მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და 9 წააგო. "კორდობას" გარდა, მისმა გუნდმა შინ მოუგო ლა კორუნიას "დეპორტივოს" (2:1), ხოლო სტუმრად - "ელჩეს" (1:0).
ალბათ, დაგაინტერესებთ ეს სტატისტიკაც - მარტინის მიერ გაწვრთნილმა "პუერტოლანომ" თამაშების 81,58 პროცენტი მოიგო და სწორედ ამიტომ მიიწვიეს "ხეტაფე B"-ში, სადაც ანალოგიური მაჩვენებელი 42,31 პროცენტი ჰქონდა.
სწორედ ამის შემდეგ მიანდეს ლა ლიგის კლუბის მწვრთნელობა და ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა სპეციალისტია, ვისაც ამ დონეზე გუნდი ჩააბარეს.
სულ მარტინის გაწვრთნილმა გუნდებმა თამაშების 46,89 პროცენტი მოიგეს.
ესპანელი სპეციალისტი საქართველოში შაბათს, 5 მარტს ჩამოვიდა, 7 მარტს კი დაესწრო "სამტრედიასთან" შეხვედრას, რომელიც მისმა ახალმა გუნდმა 2:8 წააგო.
"საბურთალოს" ხელმძღვანელობა პაბლო მარტინს ფეხბურთელებს დღეს წარუდგენს და ესპანელი სპეციალისტი ახალ გუნდს პირველად ავარჯიშებს. ხუთშაბათს, 10 მარტს, 16 საათზე, პაბლო მარტინი პრესკონფერენციას გამართავს.
"ჩვენ ამ საკითხების გადაწყვეტა ახალ სპორტულ დირექტორს, მანოლო იეროს მივანდეთ და მწვრთნელის შერჩევაზე პასუხისმგებელიც ის გახლავთ. მჯერა, მარტინი მაღალი დონის სპეციალისტია, რადგან ესპანეთის ლა ლიგის კლუბს შემთხვევით ადამიანს არავინ მიანდობდა.
სხვათა შორის, სასიამოვნოდ გამაოცა ჯერ კიდევ აეროპორტში ჩამოსვლისას. მან "საბურთალოს" ფეხბურთელები გვარებით და პლუს-მინუსებით ჩამომითვალა. თურმე, ჩვენი გუნდის 7 თამაში ნახა და ბევრი რამ გააანალიზა.
ისიც თქვა, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მოთამაშეებით დაკომპლექტებული გუნდი, რაც კი ოდესმე უნახავს. უბრალოდ, მანაც შენიშნა - ეტყობა, ფსიქოლოგიური პრობლემა აქვთ და ეს უნდა გამოვასწოროთო. ჩვენც ამის იმედი გვაქვს", - უთხრა "ლელოს" "საბურთალოს" აღმასრულებელმა დირექტორმა კახა კაშიამ და იქვე ისიც გაგვიმხილა, რომ უახლოეს დღეებში "საბურთალოში" ესპანელ ფიზმოზმადების მწვრთნელსაც ელოდებიან.
დოსიე
პაბლო ფრანკო მარტინი
დაიბადა 1980 წლის 11 ივნისს (35 წლის) მადრიდში
სამწვრთნელო კარიერა
2008-09 კორია (ასისტ)
2009-10 ფუენლაბრადა (ასისტ)
2010-12 სანტა ეუხენია
2012-13 ილესკასი
2013-14 პუერტოლანო
2014-15 ხეტაფე B
2015 ხეტაფე (თებ-ივნ)
2016- საბურთალო
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"