ალეკო ამისულაშვილი: ყველა ხედავს, რომ "დინამო" ყველას ერთი თავით სჯობს

AutoSharing Option
თბილისის "დინამოსა" და საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი ალექსანდრე ამისულაშვილი უმაღლესი ლიგის ბოლო ტურში, გორის "დილასთან" მარცხის გამო წუხს:

"მეტოქესთან შედარებით, დიდი უპირატესობა გვქონდა და წაგებას არ ვიმსახურებდით. სამწუხაროდ, მომენტები ვერ გამოვიყენეთ. გარდა ამისა, გორელებმა დაცვაში კარგად ითამაშეს და მისი დაძლევა ძალიან გაგვიჭირდა.

მაგრამ ამით ცხოვრება არ მთავრდება. მთავარია, შემდეგში ასეთი ჩავარდნები გამოვრიცხოთ", - ამბობს ამისულაშვილი.

33 წლის ცენტრალური მცველი იმედოვნებს, რომ ზაფხულში გუნდი გაძლიერდება:

"თბილისის "დინამოში" პირველად 2002 წელს, რეზო არველაძემ მიმიწვია. მაშინ გუნდს გოჩა ტყებუჩავა ავარჯიშებდა. ასე მოვხვდი ჩემს
საოცნებო გუნდში, რომელსაც ახლა ისევ დავუბრუნდი.

მიზეზი მარტო ის არ არის, რომ გაუთავებლად უცხოეთში ყოფნა მომბეზრდა - სწორედ "დინამოდან" მიმიწვიეს ეროვნულ ნაკრებში და ამის დავიწყება შეუძლებელია. ამ გუნდის მიმართ ვალდებული ვიყავი...

ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა კი "ქარშიაქაში" წასვლა იყო...

"დინამო" მოსამზადებელ ეტაპზე კარგად გამოიყურებოდა და, შესაძლოა, მეორე წრეში ჩვენგან უფრო დამაჯერებელ გამარჯვებებს ელოდნენ. მაგრამ ამასაც თავისი ახსნა აქვს - თურქეთში კარგი მოედნების შემდეგ, აქაურზე გადმორთვა და იმავე ხარისხის ფეხბურთის ჩვენება ძალიან ძნელია".

ამისულაშვილის აზრით, დღეისთვის თბილისის "დინამო" ქართულ ფეხბურთში უკონკურენტოა:

"ყველა ხედავს, რომ საქართველოში გამორჩეული გუნდი გვყავს და ყველას ერთი თავით ვჯობივართ. ახლა "დინამოში" ბევრი ახალგაზრდაა, მაგრამ გამოცდილი ფეხბურთელებიც შევიკრიბეთ - ჩემთან ერთად აქ არიან ლობჟანიძე, იაშვილი, გელაშვილი...

იმედია, ზაფხულში კიდევ უფრო გავძლიერდებით და ევროპულ სეზონს შარშანდელზე ბევრად წელში გამართულები შევხვდებით".

ახალგაზრდების ხსენებაზე დინამოელთა ერთ-ერთი ლიდერი დასძენს, რომ გუნდში ძალიან საინტერესო თაობა მოდის:

"ძალიან მიკვირს, როცა ამბობენ, რომ ქართულ ფეხბურთში ნიჭიერი თაობა აღარ მოდის. ეს დიდი ტყუილია - თბილისის "დინამოში" ბევრი საინტერესო ახალგაზრდა თამაშობს. თამამად ვიტყვი, რომ ეროვნულ ნაკრებს უნიჭიერესი ბიჭები ეზრდებიან და მიხარია, რომ მათ გვერდით ვთამაშობ.

ძალიან მომწონს გიორგი თევზაძე, ლაშა პარუნაშვილი, მათე ცინცაძე, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ქვილითაია... ჩემი აზრით, ჯაბა ჯიღაური ისე გაიზარდა, შესაძლებელია, ეროვნულ ნაკრებში გამოიძახონ და თავის გამოჩენის შანსი მისცენ.

ამ ბიჭებს რომ ვუყურებ, იმედი მიჩნდება, რომ უახლოეს წლებში ძლიერი ნაკრები გვეყოლება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
დინამო წესით სამი თავით მაღლა უნდა იყოს, ვიდრე სხვა დანარჩენი გუნდი,მაგრამ ალეკო თქვენი სიძლიერე ზუგდიდთან თამაშში გამოჩნდა. გავარდნის კანდიდატს ძლივს რო მოუგეთ
aleko
10:41 21-03-2016
0
აქაც რო წააგოთ მერე რას იტყვი :D
DINAMO BATUMI
05:52 21-03-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული