"გლადიატორების" განცხადება "დინამოს" მატჩზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით

AutoSharing Option
ფან-კლუბი "გლადიატორები" თბილისის "დინამოსა" და ბათუმის "დინამოს" მატჩზე მომხდარ ინციდენტს "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ეხმაურება.

გთავაზობთ განცხადებას უცვლელად:

"გუშინდელ მატჩზე მომხდარი ინციდენტი დაიწყო ადგილობრივ "კუზმასთან" დაპირისპირებით, რომლებსაც აღიზიანებთან ჩვენი შეძახილები-სიმღერები და იყო სიტყვიერი შეურაწყოფა ჩვენი და ჩვენი გუნდის ფეხბურთელების მისამართით რის გამოც მოხდა ჩვენ შორის დაპირისპირება, მათთან სიტუაცია მალევე განიმუხტა, გავაგრძლეთ ფანობა. რამდენიმე წუთში კი პოლიციამ რომლებიც ცვლის თუ დეპარტამენტის უფროსს ელოდებოდნენ გადაწყვიტეს რამდნეიმე ჩვენგანის დაჭერა, უარო მოთხოვნით რომ ჩვენ ბიჭებს როგორც გლადიატორებს ისე დინამიტებს და ულტრას დინამოს წევრებს მოთხოვეს რომ
მოშორებოდნენ საკუთარ ბანერებს, რომელთანაც სამი ჩვენგანი მთელი მატჩის განმავლობაში იდგა, მათი ეს მოთხოვნა არ შესრულდა რაზეც პოლიციამ სცადა ძალით და მუქარით გაეყვანათ სტადონიდან რასაც მოყვა ჩხუბი მათთან, რამდენიმე ჩვენიანი პილიციას გამოვსტაცეთ ხელიდან, შემდეგ დაპირისპირება ქუჩაში გაგრძლედა სადაც ვცდილობდით დაკავებულების დახსნას, საბოლოოდ კი ოთხი გულშემატკივარი გადაიყვანეს პოლიციაში, რომლებიც სულ რამდენიმე საათის წინ გაათავისუფლეს გარკვეული თანხის სანაცვლოდ.

ინტერნეტში და ტელევიზიაში გავრცელებული ინფორმაციის უმეტესობა კი სიმართლეს არ შეესაბამება, ჩხუბი არ მომხდარა ბათუმის "დინამოს" ფანებთან "პირატებთან" არანაირი კონფლიკტი არ ყოფილა არც მატჩამდე, არც მატჩზე და არც მის შემდეგ. აქვე გვინდა მადლობა გადავუხადოთ ქობულეთის "შუქურას" გულშემატკივრებს რომლების ჩხუბის დროს და ჩხუბის შემდეგ ჩვენ გვერდით იყვნენ და ქობულეთში დარჩენილი ბიჭების ნაწილს (რომლებიც ელოდებოდნენ დაკავებულთა გათავისუფლებას) უმასპინძლეს და გვერდში დაგვიდგნენ.
მხოლოდ დინამო!
მხოლოდ თბილისი!"

- "შავი ზღვის მეკობრეები": ჩვენ თბილისის "დინამოს" ფან-კლუბთან არ გვიჩხუბია
- სფფ ქობულეთის სტადიონზე მომხდარ ჩხუბის ფაქტს შეისწავლის
- ჩხუბი ბათუმის "დინამოს" და თბილისის "დინამოს" ფანებს შორის [VIDEO+PHOTO]
მკითხველის კომენტარები / 4 /
დინამოს ფანების ბრალი იქნებოდა. გორშიც საცემები იყვნენ, მაგრამ პოლიციამ გააცილა და გადარჩნენ.
0
ისე რატომ ხდება რომ ყველაზე ხშირ შემთხვევაში კონფლიქტის მონაწილე სწორედ თქვენ თბილისის დინამოს ფანები ხართ? ასე იყო გორში, ქუთაისში ეხლა ბათუმში. სხვა გუნდის გულშემატკივრებიც დადიან გასვლით თამაშებში თავიანთი გუნდის საგულშემატკივროდ მაგრამ მათ მიმართ არ არის ასეთი აგრესია...
rezo
22:50 03-04-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული