ის ამ პოსტზე შეცვლის რუს სპეციალისტ ვიქტორ დემიდოვს, რომელსაც წინა ტურში "ზუგდიდთან" წაგებული (2:3) მატჩის შემდეგ კლუბის ქომაგებმა ობსტრუქცია მოუწყვეს - პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება და გადადგომა მოსთხოვეს.
მახარაძე უკვე ჩავიდა ლანჩხუთში და გუნდიც ავარჯიშა. ასე რომ, 65 წლის მწვრთნელის საკმაოდ ხანგრძლივი უქმობა დიდ ფეხბურთში დასრულებულია.
მახარაძის დებიუტი ხვალ, 6 აპრილს, გორის "დილასთან" საშინაო მატჩში შედგება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"