ლანჩხუთის "გურიას" თემურ მახარაძე გაწვრთნის

AutoSharing Option
ლანჩხუთის "გურიას" გამოცდილი სპეციალისტი თემურ მახარაძე ჩაიბარებს.

ის ამ პოსტზე შეცვლის რუს სპეციალისტ ვიქტორ დემიდოვს, რომელსაც წინა ტურში "ზუგდიდთან" წაგებული (2:3) მატჩის შემდეგ კლუბის ქომაგებმა ობსტრუქცია მოუწყვეს - პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება და გადადგომა მოსთხოვეს.

მახარაძე უკვე ჩავიდა ლანჩხუთში და გუნდიც ავარჯიშა. ასე რომ, 65 წლის მწვრთნელის საკმაოდ ხანგრძლივი უქმობა დიდ ფეხბურთში დასრულებულია.

მახარაძის დებიუტი ხვალ, 6 აპრილს, გორის "დილასთან" საშინაო მატჩში შედგება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
გურია ხვალ არ წააგებს!
jarji21
09:34 05-04-2016
0
ვააა, შოთოვიჩ! ბედნიერი დაბრუნება გქონოდეს ძმა. აბა, შენ იცი. გულით შენ გვერდით ვარ
კლიმენტი
11:36 05-04-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული