ქუთაისის "ტორპედოს" მომავალ ორ შეხვედრაში მიხეილ აშვეთია გაწვრთნის

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელი ალექსანდრ შტელინი უახლოეს 2 ტურში გუნდს მოედანზე ვერ გაიყვანს.

როგორც გუნდის ოფიციალური გვერდი იტყობინება, მთავარი მწვრთნელი გულის ტკივილს უჩიოდა, ერთი კვირის წინ კი სპეციალისტს სასწრაფო წესით ჩაუტარეს კორონარული არტერიის სტენტირება. სარეაბილიტაციო კურსს გარკვეული დრო სჭირდება.

ამ ფაქტორის გათვალისწინებით, კლუბის ხელმძღვანელობამ ეროვნული ჩემპიონატის უახლოეს მატჩებზე - 6 აპრილს თბილისის "დინამოსთან" და 10 აპრილს "სამტრედიასთან", გაძღოლა მთავარი მწვრთნელების ასისტენტებს, მიხეილ აშვეთიას და გიორგი სუხიაშვილს დააკისრა.

ალექსანდრ შტელინი გუნდს ამ ორი თამაშის შემდეგ დაუბრუნდება. რაც შეეხება "ტორპედოსთან" კონტრაქტს, ის
მწვრთნელს მაისის ბოლოს უმთავრდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული