თბილისის "დინამომ" კლასიკოში გამარჯვება ბოლო წუთზე მოიპოვა

AutoSharing Option
ფოტო: fcdinamo.ge

6 აპრილს საღამოს უმაღლესი ლიგის XXIII ტურის ბოლო ორი მატჩი გაიმართა.

ქართულ კლასიკოში გამარჯვებული ბოლო დამატებულ წუთზე გამოვლინდა. თბილისის "დინამომ" ქუთაისის "ტორპედო" ანგარიშით 2:1 დაამარცხა. 94-ე წუთზე არბიტრმა "დინამოს" სასარგებლოდ პენალტი დანიშნა, რომელიც გიორგი ქვილითაიამ ზუსტად შეასრულა.

მეორე შეხვედრაში "ლოკომოტივმა" მინიმალური ანგარიშით ფოთის "კოლხეთს" სძლია.

თბილისი, "მიხეილ მესხი"

ლოკომოტივი-კოლხეთი 1:0
გოლი: 1:0 დავით ჩაგელიშვილი (26)

თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენა"
დინამო (თბ)-ტორპედო 2:1
გოლი: 1:0 ნიკოლოზ გელაშვილი (39), 1:1 გიორგი კუხიანიძე (პენ. 79), 2:1 გიორგი ქვილითაია (პენ
94)
გაძევეაბ: ბაქარ მირცხულავა (94)

- უმაღლესი ლიგა. XXIII ტური: "სამტრედიამ" და "დილამ" მოიგეს, წინ "კლასიკოა"
მკითხველის კომენტარები / 22 /
როცა მოედანზე არმასკომის წევრი ფეხბურთელია მთელი მატჩის განმავლობაში მსაჯის ყველა გადაწყვეტილებას აპელირებს და მის გუნდს ვერაფერს უბედავენ ფაქტია, მაგრამ მა დინამოს ფეხბუღთელებმა ბოლო წუტებზე საჯარიმოსი ... წამოწილებს რომ უმატეს რას ნიშნავს ესეიგი წინასწარ იციან რომ მსაჯი მათ სასარგებლო გადაწყვეტილებებს მიიღებს და ამ დროს კობიაშვილი, რომელიც ამ მატჩებს ესწრება როგორ გადაწყვეტილებებს იღებს საინტერესოა ფიფია ეს ... კლანი მოაცილე ქართულ ფეხბურთს იქნებ შენ ტვითონაც არ იცი როგორ ჩალიჩობენ შენ ზურგს უკან მსაჯებზე და ეს რომ საბოოლოდ შენ გუნდს კარგს არაფერს მოუტანს მალე მიხვდებ!!!!
სირცხვილია!!!!
11:43 07-04-2016
0
მიუხედავად იმისა, რომ კონტაქტი იყო, სამწუხაროდ მასეთ პენლებს, საერთაშორისო დონეზე, მხოლოდ ჩვენს კარში, ანუ დაბალი დონის საფეხბურთო ქვეყნის გუნდის კარში დანიშნავენ და ჩვენებს კი სიმულაციისათვის გააფრთხილებენ. ასე რომ ნუ გიკვირთ ნურც ის რომ ნებით თუ უნებლიედ დინამოს წაეხმარნენ(ჯიღაურს რომ ბურთი დაკარგული ქონდა და ხიფათი მაგ დროს არ იქმნებოდა ვიდეოზე ჩანს და მსაჯმა შეიძლება მართლა ვერ შეხედა) და ნურც ის პირველივე ეტაპზე რომ გამოგვაბუნძულებენ აგერ სამ თვეში.
კარგი იქნება თუ ფედერაცია სამსაჯო კორპუს დაავალებს მაქსიმალურად სიმკაცრეს, რაზეც ევროპაში აფრთხილებენ ჩვენთან გააგდონ და არ მოერიდონ იმას, რომ თამაში ფეხბურთელთა ნაკლებობის გამო ჩაიშალოს. ეგებ იმას მაინც მივაღწიოთ, რომ ევროპული თამაშები სრული შემადგენლობით დავასრულოთ.
ეეეჰ ამ დროს გამომეღვიძა :)
ვეთახმები მოწოდებას გაუმარჯოს რაგბისტებს და ვუმატებ კალათბურთელებს და ყველას ვისაც თუნდაც სუსტად, მაგრამ მთელი სულით და გულით თამაში შეუძლია.
ქუთაისელი
11:10 07-04-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული