თბილისის "დინამომ" კლასიკოში გამარჯვება ბოლო წუთზე მოიპოვა

AutoSharing Option
ფოტო: fcdinamo.ge

6 აპრილს საღამოს უმაღლესი ლიგის XXIII ტურის ბოლო ორი მატჩი გაიმართა.

ქართულ კლასიკოში გამარჯვებული ბოლო დამატებულ წუთზე გამოვლინდა. თბილისის "დინამომ" ქუთაისის "ტორპედო" ანგარიშით 2:1 დაამარცხა. 94-ე წუთზე არბიტრმა "დინამოს" სასარგებლოდ პენალტი დანიშნა, რომელიც გიორგი ქვილითაიამ ზუსტად შეასრულა.

მეორე შეხვედრაში "ლოკომოტივმა" მინიმალური ანგარიშით ფოთის "კოლხეთს" სძლია.

თბილისი, "მიხეილ მესხი"

ლოკომოტივი-კოლხეთი 1:0
გოლი: 1:0 დავით ჩაგელიშვილი (26)

თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენა"
დინამო (თბ)-ტორპედო 2:1
გოლი: 1:0 ნიკოლოზ გელაშვილი (39), 1:1 გიორგი კუხიანიძე (პენ. 79), 2:1 გიორგი ქვილითაია (პენ
94)
გაძევეაბ: ბაქარ მირცხულავა (94)

- უმაღლესი ლიგა. XXIII ტური: "სამტრედიამ" და "დილამ" მოიგეს, წინ "კლასიკოა"
მკითხველის კომენტარები / 22 /
მშვენიერი თამაში იყო, ონლაინ უყურე არ ვარ თბილისში. სირცხვილია ამხელა სტადიონი ცარიელი არ უნდა იყოს. მიდით რა ვინც მანდ ხართ გაავსეთ ეს ლამაზი სტადიონი და ნახავთ თამაშის დონეც როგორ მოიმატებს.
vato
20:06 06-04-2016
0
კლასიკო ცარიელი ტრიბუნების ფონზე...
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული