სწორედ ხომერიკი უხელმძღვანელებს გუნდს დარჩენილ მატჩებში.
შოთა ჭეიშვილი და ასლან ბალაძე, რომლებიც აქამდე ხელმძღვანელობდნენ გუნდს, კლუბში რჩებიან და სხვა პოზიციებზე განაგრძობენ მუშაობას. კერძოდ, ჭეიშვილი კლუბში სელექციაზე იმუშავებს, ხოლო ბალაძე - ბავშვთა საფეხბურთო სკოლის დირექტორად.
შეგახსენებთ, რომ ბათუმის "დინამო" უმაღლეს ლიგაში ბოლო დროს წარუმატებლად ასპარეზობს. ბათუმელებმა ბოლო 4 მატჩი წააგეს. XXIV ტურის შემდეგ ბათუმის "დინამო" სატურნირო ცხრილში 36 ქულით მე-7 ადგილზე იმყოფება.