ქუთაისის "ტორპედოს" ალექსანდრ შტელინი დაუბრუნდა

AutoSharing Option
ზუსტად სამმა კვირამ განვლო, რაც "ტორპედო" მთავარ მწვრთნელ ალექსანდრ შტელინის გარეშე დარჩა. ამის მიზეზი გულზე გაკეთებული ოპერაცია გახლდათ. ტორპედოელთა დამრიგებელს კორონარული არტერიის სტენტირება ჩაუტარდა, რასაც, ცხადია, სარეაბილიტაციო პერიოდი სჭირდებოდა.

დღესდღეობით ალექსანდრ შტელინი თავს კარგად გრძნობს. 17 აპრილს იგი ლანჩხუთშიც ჩავიდა "გურია"-ტორპედოზე", ოღონდ გუნდს არ გაკარებია, სტუმართა ლოჟიდან ადევნებდა თამაშს თვალს.

უკრაინელი სპეციალისტის არყოფნაში "ტორპედოს", როგორც იცით, მისი ასისტენტები - მიხეილ აშვეთია და გიორგი სუხიაშვილი უძღვებოდნენ. ქუთაისელებმა ამ სამ კვირაში ოთხი შეხვედრა გამართეს, რომელთაგან ერთი მოიგეს და სამი წააგეს.

სარეაბილიტაციო პეროდის
შემდეგ ალექსანდრ შტელინი დღეს პირველად მივიდა საწვრთნელ ბაზაზე და ვინაიდან გუნდი უქმობდა, მან მხოლოდ ხვალინდელი სავარჯიშო პროცესი დაგეგმა.

ასე რომ, 24 აპრილს ბოლნისის "სიონთან" საშინაო მატჩისთვის "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელი მოამზადებს.

ს.კ."ტორპედოს" პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული