სხდომის დღის წესრიგი:
1. გურჯაანის "ალაზნის" ფეხბურთელის, გიორგი მურველაშვილის განცხადება;
2. 2016 წლის 15 აპრილს, თბილისის "ლოკომოტივსა" და მარტვილის "მერანს" შორის ჩატარებული მატჩისას მომხდარი ინციდენტი;
3. 2016 წლის 16 აპრილს, საჩხერეს "ჩიხურასა" და თბილისის "დინამოს" შორის ჩატარებული მატჩისას მომხდარი ინციდენტი;
4. 2016 წლის 17 აპრილს, ქობულეთის "შუქურასა" და გორის "დილას" შორის ჩატარებული მატჩისას მომხდარი ინციდენტი;
5. 2016 წლის 17 აპრილს, თერჯოლას "საპოვნელასა" და ზუგდიდის
კომიტეტის წევრები გაეცნენ წარმოდგენილ მასალებს, მოისმინეს მატჩების დირექტორების, მსაჯებისა და გუნდების წარმომადგენელთა ახსნა-განმარტებები და სფფ-ს სადისციპლინო კოდექსის საფუძველზე დაადგინეს:
1. გიორგი მურველაშვილთან დაკავშირებით მიღებულ უნდა იქნეს შემდეგი გადაწყვეტილება: ძალაში დარჩეს სფფ-ს სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველი კომიტეტის, 2016 წლის 21 მარტის დადგენილებით განსზღვრული სასჯელი (3 მატჩიანი დისკვალიფიკაცია და ჯარიმა 400 ლარის ოდენობით). აღნიშნულის შემდეგ გიორგი მურველაშვილის მიეცეს საფეხბურთო მატჩებში მონაწილეობის უფლება. ასევე ძალაში დარჩეს თბილისის ფეხბურთის ფედერაციის მიერ დადგენილი 1 წლიანი პირობითი დისკვალიფიკაცია (2016 წლის 23 ოქტომბრამდე).
2. ს.კ. მარტვილის "მერანის" მეკარეთა მწვრთნელის, არჩილ ღურწკაიას მხრიდან ადგილი ჰქონდა შეურაცხმყოფელ ქცევას. კერძოდ, შეურაცხმყოფელი ჟესტით გოლის აღნიშვნას. შესაბამისად, არჩილ ღურწკაია დისკვალიფიცირებულ იქნას 2 მატჩით და დაჯარიმდეს 1000 ლარით.
3. ს.კ. მარტვილის "მერანის" ფეხბურთელთა მხრიდან ადგილი ჰქონდა ორმხრივ ჩხუბში მონაწილეობას. შესაბამისად, ს.კ. მარტვილის "მერანს" დაეკისროს ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.
4. ს.კ. თბილისის "ლოკომოტივის" ერთ-ერთი ხელმძღვანელის, თამაზ ბოკერიას მხრიდან ადგილი ჰქონდა ტექნიკური ზონის ფარგლებს გარეთ გასვლასა და მსაჯის გადაწყვეტილების გაპროტესტებას. შესაბამისად, თამაზ ბოკერია დისკვალიფიცირებულ იქნას 2 მატჩით და დაჯარიმდეს 300 ლარით.
5. ს.კ. თბილისის "ლოკომოტივის" მთავარი მწვრთნელის, ჟერარდ სარაგოსა მულეტის მხრიდან ადგილი ჰქონდა პერმანენტულად ტექნიკური ზონის ფარგლების გარეთ გასვლას, მსაჯის გადაწყვეტილების გაპროტესტებას და მოწინააღმდეგე გუნდის მოთამაშის ფიზიკურ შეურაცხყოფას. შესაბამისად, ჟერარდ სარაგოსა დისკვალიფიცირებულ იქნას სეზონის ბოლომდე, დაეკისროს 1 წლიანი (2017 წლის 20 აპრილამდე) პირობითი სასჯელი და დაჯარიმდეს 2000 ლარით.
6. ს.კ. თბილისის "ლოკომოტივის" ფეხბურთელთა მხრიდან ადგილი ჰქონდა ორმხრივ ჩხუბში მონაწილეობას. შესაბამისად, ს.კ. თბილისის "ლოკომოტივს" დაეკისროს ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.
7. ს.კ. საჩხერის "ჩიხურას" ერთ-ერთი ხელმძღვანელის, ბერიკა შუკაკიძის მხრიდან ადგილი ჰქონდა მსაჯის გადაწყვეტილების პერმანენტულ გაპროტესტებასა და მსაჯის მიმართ მუქარას. შესაბამისად, ბერიკა შუკაკიძეს აეკრძალოს ს.კ. საჩხერის "ჩიხურას" მომდევნო ოფიციალურ საშინაო მატჩზე სტადიონზე შესვლა და დაჯარიმდეს 2000 ლარით.
8. ს.კ. გორის "დილას" მთავარი მწვრთნელის, უჩა სოსიაშვილის მხრიდან ადგილი ჰქონდა მსაჯის გადაწყვეტილების გაპროტესტებას და მსაჯთა ბრიგადის სიტყვიერ შეურაცხყოფას. შესაბამისად, უჩა სოსიაშვილი დისკვალიფიცირებულ იქნას სეზონის ბოლომდე, დაეკისროს 1 წლიანი (2017 წლის 20 აპრილამდე) პირობითი სასჯელი და დაჯარიმდეს 2000 ლარით.
9. ს.კ. თერჯოლის "საპოვნელას" მწვრთნელის, კალენიკე მორალიშვილის, გუნდის წარმომადგენლის (ადმინისტრატორი) მამუკა ფორჩხიძის და ფეხბურთელის, დავით ბოლქვაძის მხრიდან ადგილი ჰქონდა მსაჯთა ბრიგადის მიმართ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას (შეფურთხება). შესაბამისად, კალინიკე მორალიშვილი, მამუკა ფორჩხიძე და დავით ბოლქვაძე დისკვალიფიცირებულ იქნან 3 თამაშით, კალინიკე მორალიშვილი და მამუკა ფორჩხიძე დაჯარიმდნენ 1200 ლარით, დავით ბოლქვაძე კი 600 ლარით.
10. ს.კ. თერჯოლის "საპოვნელამ" ვერ უზრუნველყო სტადიონზე უსაფრთხოების ნორმების დაცვა, რასაც მოყვა მძიმე შედეგი (განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, რომ ადგილი ჰქონდა სტიუარდის მხრიდან მსაჯისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას) და შესაბამისად, ს.კ. თერჯოლის "საპოვნელას" სეზონის ბოლომდე ოფიციალურ მატჩებში აეკრძალოს მაყურებლის დასწრება და დაჯარიმდეს 7000 ლარით.
სფფ-ს პრესსამსახური