"საპოვნელა": საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, რომ ეს მატჩი ჩვენ წინააღმდეგ მართლაც გარიგებული იყო

AutoSharing Option
თერჯოლის "საპოვნელა" "ზუგდიდთან" გახმაურებული მატჩის თაობაზე ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

წერილში ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე ხაზგასმულია, რომ აქვთ მათ საწინააღმდეგოდ თამაშის გარიგების ეჭვი. ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, პირდაპირ განცხადებას გაგაცნობთ:

"2016 წლის 17 აპრილს, 00:27 საათზე, ერთ-ერთ ინტერნეტსაიტზე გამოქვეყნდა სტატია, სადაც ნახსენები იყო "საპოვნელა"-"ზუგდიდის" 17 აპრილის მატჩი. ჟურნალისტი ყოველგვარი წყაროსა და გადამოწმებული ინფორმაციის გარეშე აღნიშნავს, რომ ამ დაპირისპირებას გარიგების სუნი ასდის სტუმართა სასარგებლოდ.

2016 წლის 17 აპრილს "საპოვნელა"-"ზუგდიდის" მატჩის მსაჯების უხეშმა შეცდომებმა (ორი არ
დანიშნული პენალტი, არჩათვლილი გოლი, სტუმართა სასარგებლოდ დანიშნული საეჭვო პენალტი და სხვა მრავალი არადამაჯერებელი გადაწყვეტილებები) გაგვიჩინა საფუძვლიანი ეჭვი, რომ აღნიშნული მატჩი მართლაც იყო გარიგებული "საპოვნელას" საწინააღმდეგოდ.

აქედან გამომდინარე, ჩვენ მივმართეთ სფფ-ს და ვთხოვეთ მსაჯების ქმედებების შეფასება და ზემოთ აღნიშნულ გარემოებათა გამო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში გამოძიების დაწყება.

ასევე, მოვუწოდებთ ამ ინფორმაციის გამავრცელებელ ჟურნალისტს, გამოაქვეყნოს მის ხელთ არსებული ფაქტები სტატიაში მოყვანილი გარემოებების გასამყარებლად და გამოძიების დაწყების შემთხვევაში, ითანამშრომლოს შესაბამის საგამოძიებო ორგანოებთან".

კლუბმა განმარტება ამ მატჩის დროს და შემდგომ მომხდარ ინციდენტზეც გააკეთა:

"რაც შეეხება მატჩის დროს არსებულ მღელვარებასა და არბიტრებზე შესაძლო ფიზიკურ თუ სიტყვიერ შეურაცხყოფას, "საპოვნელა" გმობს ყოველგვარ ძალადობას, არაჯანსაღ საფეხბურთო გარემოს და ემიჯნება აღნიშნულ ფაქტებს. შიდა მოკვლევის ფარგლებში დამნაშავეებს გამოვავლენთ და სათანადოდ დავსჯით.

რაც შეეხება 2016 წლის 17 აპრილს გაზეთ "ლელოში" "საპოვნელას" გენერალური დირექტორის, მირიან გეწაძის გამოქვეყნებულ ინტერვიუს, რომელმაც გაუგებრობა გამოიწვია - გამოთქმული მოსაზრებები არანაირად არ იყო მიმართული სფფ-ისა და მისი ხელმძღვანელობის წინააღმდეგ, პირიქით, ჩვენ მუდმივად ვგრძნობთ სფფ-ისა და მის ხელმძღვანელთა მხარდაჭერას და დახმარებას და ამ გაუგებრობის გამო გვსურს კლუბის სახელით ბოდიში მოვიხადოთ".

- ვინ როგორ დაისჯება? - თერჯოლის "საპოვნელა" სამართალს ეძებს

- სადისციპლინო კომიტეტმა კლუბები, მწვრთნელები და ფეხბურთელები დასაჯა

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
იცით, რომ ფედერაცია უხდის ფულს, თავის ფულს, რომ საპოვნელამ ზესტაფონში ითამაშოს?! ფედერაციას, რომ არ უნდოდეს თერჯოლა, ფულს რატომ მისცემდა თავის ჯიბიდან?! და მეორე: 1 კამერით გადაღებულით რო საზღვრავთ მართალს და არამართალს, ცოტათი სასაცილო ხომ არაა?
VENDETTA
26 აპრილი 2016 14:56
0
აბა ფედერაცია თავის ტოტს ხო არ მოჭრიდა? აქ რომ მსაჯები გაემტყუნებინათ გამოდიოდა რომ ვითონაც ეჭვი ეპარებოდათ რომ ეს მატჩი გარიგებული იყო...
და საერთოდ რაზე ბაზრობთ ნახევარი თამაშების რომ წინასწარაა ჩაწიკწიკებული ახალი ამბავია?.. საპოვნელა-ზუგდიდზე კიდე ისეთი რაღაცეები მოხდა, რომ მსაჯებისთვის უნდა მიეცათ მინიმუმ ნახევარ სეზონიანი დისკვალიფიკაცია, ამათმა კიდე საპოვნელა დასაჯეს უმაყურებლოდ სეზონის ბოლომდე (პლუს ფულადი ჯარიმები), გუნდი ისედაც ზესტაფონში თამაშობს და მეათედი მაყურებელი ვერ დადის საგულშემატკივროდ და ამათმა მთლად მოუღეს ბოლო. არა და მესმის ამათიც გადაძეძგილია ეროვნული ჩემპიონატი მაყურებლებით და წოთა დასვენება უნდა გულშემატკივარს :)))
gocha zestaponi
25 აპრილი 2016 16:12
0
და მსაჯებმა რომ იჩივლოს ფიზიკური შეურაცხყოფის გამო, რომელიც გეწაძეს არ დაუნახავს მერე რა მოხდება?
girkela_999
25 აპრილი 2016 15:22
0
იცი რა მაინტერესებს? ის ინტერვიუ სადაც ფედერაციას ადანაშაულებს გეწაძე მე წაკითხული მაქვს, და გაუგებრობას რას ეძახიან, ჩვენ ვერ გავიგეთ თუ თვითონ ვერ ხვდებიან რას ბაზრობენ?
sabaaan
25 აპრილი 2016 15:16
0
აბანოშიო რო იძახი, ფედერაციამ და სადისციპლინომ როგორც ჩანს გაამართლა მსაჯები. იმსაჯა თასზეც და უმაღლესზეც.
VENDETTA
25 აპრილი 2016 14:19
0
კანონი რო არსებობდეს დღეს ყრუაშვილი თავის ამალით და კიდე ბარე ორი ვირის აბანოში იქნებოდნენ
satanas
21 აპრილი 2016 20:32
0
ese naglad rogoradebt xels rom tamashi gayiduliiyoo?es vinmes piradi sheuracyopa xomarggoniat?amisshesaxeb mimartet pederacias da gairkveva ra darogor.ase haershi saibari ojaxiswevrebis kamati xomarggoniat?egeti ciliswamebistvis kanoni dagakisrebt sanqciebs,magram sadaa kanoni??yvelapris tqma araa sityvis tavisupleba racenaze mogadgeba.amistvis arsebibs orgsnoebi romelic gaarkvevs gayidulia tuara esatuis tamashi da amusmere kibatonoakete tuginda gancxadebebi.chven ratom gvagdebt undoblobashi isedac sadaa ndoba chveni pexburtis mimart
666
21 აპრილი 2016 15:04
0
ახლა ხომ მოიხადეთ ბოდიში და კიდევ მოგიწევთ თუ ვერ დაამტკიცეთ თქვენი ეჭვები გარიგებაზე და სიბინძურეზე.
VENDETTA
21 აპრილი 2016 14:37
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული