"ჩიხურას" ბოსნიელი მეკარე ირანსა და ყაზახეთში სურთ

AutoSharing Option
საჩხერის "ჩიხურას" ბოსნიელმა მეკარე დინო ჰამზიჩმა, რომელიც ქართულ კლუბს მარტში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, შესაძლოა, ზაფხულში კლუბი გამოიცვალოს.

როგორც ბოსნიური გამოცემა scsport.ba იტყობინება, ფეხბურთელს ირანიდან და ყაზახეთიდან რეალური შემოთავაზებები აქვს.

ამასთან დაკავშირებით, გამოცემამ მეკარეს კომენტარი ჩამოართვა:

"დიახ, მართალია, რომ საქართველოში სათამაშო ფორმა დავიბრუნე და ყველა მხრიდან მაქებენ. ახლა მხოლოდ ჩემს ამჟამინდელ კლუბზე ვფიქრობ, ევროასპარეზზე გასვლა გვსურს, ეს კი სავსებით რეალურად მიმაჩნია.

"ჩიხურასთან" კონტრაქტი დეკემბრამდე მაკავშირებს, ჩემს მომავალზე კი ჩემი წარმომადგენლები იზრუნებენ და გადაწყვეტენ, რა არის ჩემთვის უკეთესი", - ციტირებს გამოცემა
მეკარეს.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ნუ ჩამოგყავთ ეგეთი ფეხბურთელები და ნუ აფორმებთ ნახევარ სეზონიან ხელშეკრულებებს. რატომ აყენებთ ჩვენს ჩემპიონატს შეურაცყოფას? რატომ უნდა ჩამოდიოდეს კაცი ჩვენთან ფორმის აღსადგენად? რატომ უნდა მოდიოდეს საქართველოში ეგეთი ფიქრებით და ზრახვებით? ჩვენ არ ვიცით ჩვენის მოფრთხილება და მოვლა და სხვას სულ ფეხებზე კიდია. მერე ვიძახით რატომ გვაქვს დოღლიგაო. ჩამოიყვანე ფეხბურთელი და გაუფორმე მინიმუმ 2 წლიანი ხელშეკრულება და იქნებ შემდეგ ამით კლუბმაც იხეიროს...
anti
16:16 27-04-2016
0
თითქმის ყველა კლუბმა ჩამოიყვანა ლეგიონერები.ზოგს საჭმელს ვერ აჭმევენ ზოგიც კლუბიდან გარბის და იპარება...მაგრამ საჩხერე სულ სხვაა და ყველანაირათ ეზიზღებათ.მაგრამ არაუშავს ძალიან ცოტანი და როგორც ნაცებს ეშინიათ ბიძოსი ისე გეშინიათ ჩიხურის.დინოს დეკემბრამდე აქვს კონტრაქტი და იმედია კიდევ დიდხანს დარჩება ჩიხურაში.თქვენდა სამწუხაროთ
dino jigari xar
16:43 27-04-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული