ლანჩხუთის "გურიამ", არსებობის ისტორიაში პირველად, ეროვნული ლიცენზია მიიღო!

AutoSharing Option
ლანჩხუთის "გურიას" პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, პირველად თავისი არსებობის ისტორიაში, კლუბმა ეროვნული ლიცენზია მიიღო!

"რამდენიმე წუთის წინ, ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ლიცენზირების კომიტეტმა "გურიას" ეროვნული ლიცენზია მიანიჭა! "გვსურს მოგილოცოთ ლიცენზის მიღება და გისურვოთ წარმატებები", - აღნიშნულია წერილში, რომელიც ლიცენზირების კომიტეტმა კლუბს ელექტრონულ ფოსტაზე გამოუგზავნა".

ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ "გურიამ" უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნა, ლიცენზიის არქონის გამო მომავალ სეზონში პირველ ლიგაში არ დაქვეითდება.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა და "გურიას" პრეზიდენტმა ზაზა ურუშაძემ ეს ამბავი ლანჩხუთელ გულშემატკივრებს მიულოცა:

"მინდა კლუბის მიერ ლიცენზიის აღება "გურიას" გულშემატკივრებს მოვულოცო. დაგპირდით, რომ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებდით. საკმაოდ რთული და შრომატევადი სამუშაოს ჩატარება მოგვიხდა, რისი შედეგიცაა, რომ "გურიამ", პირველად, არსებობის განმავლობაში, მიიღო ლიცენზია! გილოცავთ და გპირდებით, მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა ერთად გავიხაროთ ჩვენი კლუბის წარმატებებით"!

მართლაც კარგი ამბავია, რომ მდიდარი ტრადიციების მქონე ამ ქართულ კლუბს ულიცენზიობის გამო უმაღლესი ლიგიდან ვერ გააგდებენ. ეს კი "გურიას" განვითარებისთვის სტიმულად უნდა იქცეს და იმედია, ასეც იქნება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული