სფფ-მ პირველი ლიგის 4 კლუბს ლიცენზია არ მისცა

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის კლუბების ლიცენზირების კომიტეტმა ლიცენზიის მაძიებელი 20 კლუბის განაცხადი განიხილა და შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღო:

გაგრა - ლიცენზია ვერ მიიღო
გურია ლანჩხუთი - ეროვნული ლიცენზია
დილა გორი - უეფას და ეროვნული ლიცენზიები
დინამო ბათუმი - ეროვნული ლიცენზია
დინამო თბილისი - უეფას და ეროვნული ლიცენზიები
ვიტ ჯორჯია თბილისი - ლიცენზია ვერ მიიღო
ზუგდიდი - ეროვნული ლიცენზია
კოლხეთი 1913 ფოთი - ეროვნული ლიცენზია
ლიახვი ცხინვალი - ლიცენზია ვერ მიიღო
ლოკომოტივი თბილისი - უეფას და ეროვნული ლიცენზიები
მერანი მარტვილი - ეროვნული ლიცენზია
ოდიში 1919 ზუგდიდი - ლიცენზია ვერ მიიღო

საბურთალო თბილისი - უეფას და ეროვნული ლიცენზიები
სამტრედია - უეფას და ეროვნული ლიცენზიები
საპოვნელა თერჯოლა - ეროვნული ლიცენზია
სიონი ბოლნისი - უეფას და ეროვნული ლიცენზიები
ტორპედო ქუთაისი - ეროვნული ლიცენზია
შუქურა ქობულეთი - ეროვნული ლიცენზია
ჩიხურა საჩხერე - უეფას და ეროვნული ლიცენზიები
ცხინვალი - ეროვნული ლიცენზია

სფფ-ის ლიცენზირების კომიტეტის გადაწყვეტილება, ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის ან სანქცირებადი კრიტერიუმების დარღვევასთან დაკავშირებით, შეიძლება გასაჩივრებულ იქნას სფფ-ის ლიცენზირების აპელაციის ორგანოში წერილობითი ფორმით, ამ ორგანოსთვის პირდაპირი მიმართვის გზით, არაუგვიანეს 10 მაისისა.

სფფ-ის პრესსამსახური
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 8 /
რა გამოდის პირველი ლიგიდან ვისაც უნდოდა ლიცენზია (ლიდერებმა) ვერ მიიღეს, რა გველის წინ ულიცენზიოდ არ შეიძლებაო და ??? ისევ ის გუნდები ითამაშებენ უმაღლესში ??? თუ გასავარდნი მაინც გავარდება და ახალს არ დაამატებენ??? საინტერესო იქნება სფფ-ს კომენტარი ამ საკითხზე
გივი
14:56 04-05-2016
0
მაშინ რისთვის გვჭირდება პირველი ლიგა იყოს მარტო უმაღლესი და ვათამაშოთ ერთმანეთთან გავარდნის გარეშე და ჩემპიონატშიც მისპობა ჩაწყობა ცემა ტყეპა მსაჯებიც მოისვენებენ ხალხიც.
ddddddd
15:04 04-05-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული