უმაღლესი ლიგის XXVIII ტურის წინ: ინტრიგა თუ ფორმალობა?

AutoSharing Option
...ჩემპიონის ვინაობა უკვე ცნობილია, თასის ფინალისტებიც გაირკვა, ანუ, სეზონის დასრულებამდე რაღა რჩება? თუმცა, საბედნიეროდ, ინტრიგა მაინც არის დარჩენილი: იმ სამი გუნდის ვინაობაც გასარკვევია, ამ ზაფხულს ევროპა ლიგაზე რომ უნდა გამოვიდეს და ასევე იმ ორი გუნდისაც, მომავალი სეზონის დაწყება რანგით დაბალ ლიგაში რომ მოუწევს.

მოკლედ, გარკვეული ინტერესი ამ ტურსაც უნდა ჰქონდეს და, დიდი ალბათობით, დარჩენილ ორ ტურსაც. მით უფრო, რომ ამ ტურშიც და იმ ორ დარჩენილშიც რამდენიმე ისეთი მატჩია, "ექვსქულიანს" რომ ვუწოდებთ ხოლმე.

თუმცა, მოვლენების ისეთ განვითარებასაც ნუ გამოვრიცხავთ, რომ დარჩენილი
ორი ტური სრულ ფორმალობად იქცეს - ანუ, ყველაფერი კვირასა და ორშაბათს გაირკვეს...

08.04. ფოთი. პარკი არენა. 17:00
კოლხეთი-სამტრედია
ურთიერთშეხვედრები
32: +16 =8 -8, 52:30
დისკვალიფიკაცია:
ცოტნე ქებურია, გიორგი კილასონია (ორივე კოლხეთი)
გიორგი ახალაძე, დაჩი ცნობილაძე (ორივე სამტრედია)
პირველი წრე 0:1

საინტერესო მატჩი უნდა ჩატარდეს ფოთის სარაგბო სტადიონზე: "კოლხეთს" უმაღლეს ლიგაში დარჩენა ჯერ არ გაუნაღდებია, "სამტრედიას" კი სულ მცირედიღა სჭირდება, 21-წლიანი პაუზის შემდეგ ევროტურნირებს რომ დაუბრუნდეს.

გია ცეცაძის ახალგაზრდულ და შემტევ გუნდს ამ მიზნის მისაღწევად დარჩენილ სამ ტურში სამი ქულა ესაჭიროება და, ალბათ, არავის ეპარება ეჭვი, რომ "სამტრედია" ჩემპიონატს პირველ სამეულში დაასრულებს.

ასევე, გვეეჭვება, რომ "კოლხეთსაც" გაუჭირდეს მეტოქესთან შედარებით მოკრძალებული ამოცანის შესრულება: გელა სანაიას გუნდი დარჩენილ სამ ტურში "დასარჩენ" ქულებს როგორმე დააგროვებს...

08.05 ზემო ეწერი. 17:00
ზუგდიდი-მერანი
ურთიერთშეხვედრები
13: +6=3 -4, 16:11
დისკვალიფიკაცია: ლევან წურწუმია, ირაკლი ქობალია (ორივე ზუგდიდი)
პირველი წრე 0:0

ამ ტურის ერთ-ერთი ყველაზე საინტრიგო დაპირისპირება, რომლის შედეგმაც, შესაძლოა, ძალიან ბევრი რამ გაარკვიოს. უფრო ზუსტად, ამ მატჩში გამარჯვებული დიდ ნაბიჯს გადადგამს უმაღლეს ლიგაში დასარჩენად, დამარცხებული კი სატურნირო მდგომარეობას გაირთულებს.

აი, საყაიმო ანგარიშის შემთხვევაში კი ყველაფერს ბოლო ორი ტური გადაწყვეტს და ამ კონკურენტებიდან რომელს უფრო "უპრობლემო მეტოქეები" ჰყავს, თავად განსაჯეთ, როცა დარჩენილი მატჩების განრიგს გაეცნობით...

08.05. ქობულეთი. ჩელე არენა. 17:00
დინამო (ბთ)-ლოკომოტივი
ურთიერთშეხვედრები:
27: +6 =7 -14, 27:38
დისკვალიფიკაცია: დავით უბილავა, რატი არდაზიშვილი (ორივე ლოკომოტივი)
პირველი წრე 1:1

მეორე წრეში ბათუმის "დინამოს" ასპარეზობას მხოლოდ და მხოლოდ იმედგაცრუება უნდა ვუწოდოთ, განსაკუთრებით კი ბოლო პერიოდში: წინა სეზონის მეორეადგილოსანმა გუნდმა უკანასკნელ შვიდ მატჩში მხოლოდ 1 ქულა მოიპოვა.

რა თქმა უნდა, ყოველივე ამას ობიექტური მიზეზები ჰქონდა (უპირველეს ყოვლისა, წამყვანი ფეხბურთელების ტრავმიანობა), მაგრამ ბათუმელთა გუნდის ასეთ არასტაბილურ ასპარეზობას მაინც არ ველოდით.

ასევე სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს "ლოკომოტივსაც", თანაც, თბილისურ გუნდს, ბათუმის "დინამოსგან" განსხვავებით, უმაღლეს ლიგაში დარჩენა ჯერ არ გაუნაღდებია. თუმცა, არა გვგონია, "ლოკომოტივს" ეს პრობლემა შეექმნას...

08.05. გორი. თენგიზ ბურჯანაძე. 17:00
დილა-საბურთალო
ურთიერთშეხვედრები
1: +1 =0 -0, 3:1
დისკვალიფილაცია: ლაშა თოთაძე, გურამ გოშთელიანი (ორივე საბურთალო)
პირველი წრე 3:1

აწ უკვე ექსჩემპიონ "დილას" დარჩენილ სამ ტურში სამი ქულა ესაჭიროება, ევროპალიგის საგზური რომ გაინაღდოს. "დილა" ამის გაკეთებას ამ ტურში შეეცდება, რადგანაც მომდევნო ორი შეხვედრა გორელთა გუნდს "არანორმალურად" მოტივირებულ მეტოქეებთან ექნება ჩასატარებელი.

თუმცა, "საბურთალო" ხომ აშკარად "სხვანაირი" მოტივაციით ასპარეზობს ამ ბოლო დროს და კიდევ ერთხელ გვინდა შეგახსენოთ პაბლო ფრანკო მარტინის ახალგაზრდული გუნდის მართლაც შთამბეჭდავი სერია: წაუგებლად ჩატარებული ბოლო რვა მატჩი!

...ამ გუნდებს შორის გამართული პირველი წრის მატჩიც გვინდა გავიხსენოთ, რამეთუ ის შეხვედრა გორელთა გუნდისათვის საუკეთესოდ მიგვაჩნია ამ სეზონში. კაცნაკლულმა "დილამ" ის საინტერესო მატჩი სწორად შერჩეული ტაქტიკის წყალობითაც მოიგო და, რაც მთავარია, ორი ფეხბურთელის ინდივიდუალური გაბრწყინებითაც: გიორგი ნავალოვსკიმ და გოგიტა გოგუამ მართლაც გამორჩეული შეხვედრა ჩაატარეს... თუმცა დღეს არც ერთია "დილაში" და არც - მეორე.

08.05. ქუთაისი. რამაზ შენგელია. 18:00
ტორპედო-საპოვნელა
ურთიერთშეხვედრები
2: +1 =0 -1, 7:4
დისკვალიფიკაცია:
ვანო წილოსანი, ვაჟა ტაბატაძე, გიორგი ქიმაძე (ყველა ტორპედო)
დავით ბოლქვაძე (საპოვნელა)
პირველი წრე 5:1

როცა ამ წყვილზე ვსაუბრობთ, უმალ პირველი წრის დაპირისპირება გვახსენდება, როცა "საპოვნელამ" ...ქუთაისში "უმასპინძლა" მეტოქეს!..

...ალბათ, ზედმეტია იმის ახსნა, თუ რამხელა სატურნირო მნიშვნელობა აქვს ამ მატჩს "საპოვნელასთვის". აი, "ტორპედოს" კი, უკვე დიდი ხანია, აღარანაირი მოტივაცია აღარ დარჩა ჩემპიონატში. თუმცა, ქუთათურები არ ღალატობენ "სამართლიანი თამაშის" პრინციპებს და რამდენიმე ისეთ გუნდს ("სამტრედია", "სიონი") მოუგეს, ქულები ძალიან რომ სჭირდებოდათ.

08.05. თბილისი. მიხეილ მესხი (სათ). 17:00
ცხინვალი-შუქურა
ურთიერთშეხვედრები
3: +1 =2 -0, 3:2
პირველი წრე 2:2

...როცა "სამართლიანი თამაშის" პრინციპების დაცვაზე ვსაუბრობთ, კიდევ ერთი გუნდიც უნდა ვახსენოთ: თითქმის მთელი მეორე წრის განმავლობაში "ცხინვალი" უმწვავეს ფინანსურ კრიზისს განიცდიდა, მერე სატურნირო მოტივაციაც აღარ ჰქონდა, მაგრამ კახა კაჭარავას გუნდი ყველა მეტოქესთან ბოლომდე იბრძოდა!

იმავეს თქმა შეიძლება ასევე უმოტივაციო "შუქურაზეც": თეიმურაზ შალამბერიძის გუნდმა რამდენიმე მოტივირებულ მეტოქეს ("მერანი", "დილა") დააკარგვინა ქულები.

XXVIII ტური. 9 მაისი, ორშაბათი
ჩიხურა-სიონი
დინამო (თბ)-გურია

ბოლო ორი ტურის კალენდარი
XXIX ტური. 14 მაისი
შუქურა-ჩიხურა
გურია-სამტრედია
მერანი-დილა
ზუგდიდი-კოლხეთი
ლოკომოტივი-ტორპედო
საპოვნელა-ცხინვალი
საბურთალო-დინამო (ბთ)
სიონი-დინამო (თბ)

XXX ტური. 22 მაისი
სამტრედია-სიონი
კოლხეთი-გურია
ცხინვალი-ლოკომოტივი
დინამო (ბთ)-მერანი
დილა-ზუგდიდი
ტორპრდო-საბურთალო
ჩიხურა-საპოვნელა
დინამო (თბ)-შუქურა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 14 /
...შეეშვი ამ საუბრებს მაპროვოცირებელს,თუ ვინაა მოტივირებული და ვინ არა.ამით შეურაცხყოფას აყენებ როგორც კლუბებს,ასევე მის ქომაგებს და ყოველი მატჩის ეჭქვეშ დაყენება ხელოვნურად ხდება.ჟურნალისტი ასე არ უნდა იქცეოდეს.რომ მოუგოს დღეს საპოვნელამ ტორპედოს,შენი სიტყვების მერე გამოდის რომ ტორპედომ მისცა?მიტომ საპოვნელამაც არ უნდა მოიგოს?
Jango
10:38 08-05-2016
0
სამტრედიამ არ უნდა ითამაშოს ევროტურნირებზე! თვენახევრიანი გუნდი))) ზაფხულში მინიმუმ 3-4 ფეხბურთელი დატოვებს ძირითადის და შემდეგ რა იქნება...?!!!!!!)))))))))
guro
11:08 08-05-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული