აღსანიშნავია, რომ თავ-თავიანთი შეხვედრები მოიგეს და ევროთასების საგზურები გაინაღდეს "სამტრედიამ" და გორის "დილამ". სამტრედიელებმა სტუმრად ფოთში "კოლხეთს" სამი უპასუხო გოლი გაუტანეს, ხოლო გორელებმა საკუთარ მოედანზე თბილისის "საბურთალოს" სძლიეს - 2:1.
სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე მყოფ "სამტრედიას" 60 ქულა აქვს, მესამე ადგილოსან გორის "დილას" კი - 59.
დღესვე მოგვიანებით დასრულდება ქუთაისში მიმდინარე "ტორპედოსა" და თერჯოლის "საპოვნელას" შეხვედრა. ტურის ბოლო ორი მატჩი კი 9 მაისს გაიმართება.
უმაღლესი ლიგა. XXVIII
ფოთი. პარკი არენა.
კოლხეთი-სამტრედია 0:3
გოლები: 0:1, 0:2 გიორგი დათუნაიშვილი (50, 73), 0:3 ბუდუ ზივზივაძე (87).
გორი. თენგიზ ბურჯანაძე
დილა-საბურთალო 2:1
გოლები: 1:0 ისლამ მაშუკოვი (45), 2:0 ოთარ მარცვალაძე (70), 2:1 გიორგი ფანცულაია (72).
ზემო ეწერი
ზუგდიდი-მერანი 3:0
გოლები: 1:0, 2:0, 3:0 გურამ სამუშია (პენ.51, 90, 90).
გაძევება: სერგი ორბელაძე (მერანი, 50)
ქობულეთი. ჩელე არენა
დინამო (ბთ)-ლოკომოტივი 1:0
გოლი: 1:0 თეიმურაზ შონია (22).
თბილისი. მიხეილ მესხი (სათ)
ცხინვალი-შუქურა 5:0
გოლები: 1:0 ვილი ისიანი (20), 2:0 ლევან კაკუბავა (30), 3:0, 4:0 გიორგი ივანიშვილი (პენ.67, 80), 5:0 ნიკოლოზ გაბრიჩიძე (90).