უმაღლესი ლიგა. XXVIII ტური: "სამტრედიამ" და "დილამ" ევროსაგზურები გაინაღდეს

AutoSharing Option
8 მაისს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემიონატის უმაღლესი ლიგის XXVIII ტურის ხუთი მატჩი ჩატარდა.

აღსანიშნავია, რომ თავ-თავიანთი შეხვედრები მოიგეს და ევროთასების საგზურები გაინაღდეს "სამტრედიამ" და გორის "დილამ". სამტრედიელებმა სტუმრად ფოთში "კოლხეთს" სამი უპასუხო გოლი გაუტანეს, ხოლო გორელებმა საკუთარ მოედანზე თბილისის "საბურთალოს" სძლიეს - 2:1.

სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე მყოფ "სამტრედიას" 60 ქულა აქვს, მესამე ადგილოსან გორის "დილას" კი - 59.

დღესვე მოგვიანებით დასრულდება ქუთაისში მიმდინარე "ტორპედოსა" და თერჯოლის "საპოვნელას" შეხვედრა. ტურის ბოლო ორი მატჩი კი 9 მაისს გაიმართება.

უმაღლესი ლიგა. XXVIII
ტური

ფოთი. პარკი არენა.
კოლხეთი-სამტრედია 0:3
გოლები: 0:1, 0:2 გიორგი დათუნაიშვილი (50, 73), 0:3 ბუდუ ზივზივაძე (87).

გორი. თენგიზ ბურჯანაძე
დილა-საბურთალო 2:1
გოლები: 1:0 ისლამ მაშუკოვი (45), 2:0 ოთარ მარცვალაძე (70), 2:1 გიორგი ფანცულაია (72).

ზემო ეწერი
ზუგდიდი-მერანი 3:0
გოლები: 1:0, 2:0, 3:0 გურამ სამუშია (პენ.51, 90, 90).
გაძევება: სერგი ორბელაძე (მერანი, 50)

ქობულეთი. ჩელე არენა
დინამო (ბთ)-ლოკომოტივი 1:0
გოლი: 1:0 თეიმურაზ შონია (22).

თბილისი. მიხეილ მესხი (სათ)
ცხინვალი-შუქურა 5:0
გოლები: 1:0 ვილი ისიანი (20), 2:0 ლევან კაკუბავა (30), 3:0, 4:0  გიორგი ივანიშვილი (პენ.67, 80), 5:0 ნიკოლოზ გაბრიჩიძე (90).
მკითხველის კომენტარები / 7 /
ვულოცავ "სამტრედიას" და გია ცეცაძეს ამ წამატებას! მართლაც დიდებულად იასპარეზეს ამ ბიჭებმა, მაგრამ გუნდი ძალიან ახალგაზრდულია და შეიძლება სერიოზული გაძლიერების გარეშე ევროთასებზე გაუჭირდეთ. არ ვიცი, შეიძლება ვცდებოდე, მაგრამ მაინც მგონია რომ გუნდი ახალგაზრდული ინერციით მიიწევს და ისე არ მოხდეს, როგორც ტორპედოს დაემართა ცოტა ხნის წინ.
levani kaxeti
09 მაისი 2016 12:25
0
არ გატყუებენ, დილას ურთიერთშეხვედრებში აქვს უპირატესობა და ჩიხურასთვის მიუწვდომელია. ასე რომ..
დავით ჯიგარო
09 მაისი 2016 11:48
0
კაცო მეშლება მართლა თუ მე ვერ ამოვიკითხე კარგად ჩიხურას დღერვანდელი თამაშის ჩათვლით 3 თამაში არ აქვს სათამაშებელი ? 50 ქულა არ აქვს? დილას 59 ქულა არ აქვს ? 2 თამაში არ დარჩა დილასთვის ? და აბა როგორ აქვს ევრო საგზური მოპოვებული მაშინ ? კარგი კიდევ შეიძლება გატანილ გაშვებულ ბურთებზე დიდი (არარეალური) სხვაობა იყოს და სულ რაღაც 3 ბურთია სხვაობა და როგორააქვს ევრო ლიგის საგზური მოპოვებული ? ეს ხომ არ არის ურთიერთ დაპირისპირებებში უპირატესობის მინიჭება თუ გვატყუებთ მშრალად.
daviti
09 მაისი 2016 10:34
0
Gilocavt dilas DA samtredias evro sagzurebs.egec tqveni tvis gundi saburtalo xo vaburtavet gvarianad dila arenaze.
fcd
09 მაისი 2016 06:30
0
ვულოცავ "სამტრედიას" და "დილას".
გუჯა კახაძე
08 მაისი 2016 21:20
0
ვულოცავ სამტრედიას და დილას ევროსაგზურებს,წარმატებული იყოს ეს გზა ყოფილი ჩემპიონისა და ჩემპიონთა რისხვა,სამტრედიასათვის
Jango
08 მაისი 2016 21:03
0
სამტრედიულმა კლუბმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა,ასეთ წარმატებულ სეზონს ნამდვილად არველოდი ამ გუნდიდან.ახლა კი ვაღიარებ რომ მართლაც დაიმსახურეს ეს შედეგი და ვულოცავ მთელ კლუბს და მათ გულშემატკივრებს...
romandro
08 მაისი 2016 19:44
0

სიახლეები პოპულარული