ზუგდიდი-მერანი 3:0 - "ზუგდიდმა" იმედი შეინარჩუნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ამ მატჩის შედეგს ორივე გუნდისთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. საბოლოოდ, მეგრული დერბი ზუგდიდელთა გამარჯვებით დასრულდა, რაშიც ლომის წილი გურამ სამუშიამ შეიტანა. ეს ნიჭიერი ფლანგის შემტევი მიმდინარე სეზონში არ ჩანდა, მაგრამ ისეთ დროს გაიბრწყინა, გუნდს ყველაზე მეტად რომ დასჭირდა.

მთავარი ამბები მეორე ტაიმში მოხდა. 51-ე წუთზე ნიკა ქირია "მაკრატელათი" ურტყამდა და ანგარიშიც გაიხსნებოდა, სტუმართა მცველ სერგი ორბელაძეს კარიდან ხელით რომ არ გამოეტანა. არბიტრმა გიორგი ვადაჭკორიამ "მერანის" მცველი მოედნიდან გააძევა და პენალტი დანიშნა, რომელიც სამუშიამ უნაკლოდ შეასრულა - 1:0.

ამის შემდეგ ძირითადი ბრძოლა
მოედნის ცენტრში მიმდინარეობდა და გარკვეულ მონაკვეთში, უპირატესობას კაცნაკლული "მერანი" ფლობდა. თუმცა საგოლე მომენტები ისევ მასპინძლებმა შექმნეს. 72-ე წუთზე, სწრაფი კონტრშეტევის შემდეგ, მარტვილელთა ერთი მცველის წინააღმდეგ სამი ზუგდიდელი დარჩა, თუმცა ცოტნე და გურამ სამუშიებმა, ასევე, ნიკა ლაშხიამ ბოლოს მეკარე ზურაბ მამალაძეს ვეღარ აჯობეს.

თუმცა გურამ სამუშიამ დამატებულ წუთებზე თავი კიდევ ორჯერ გამოიჩინა. ის ჯერ ახალბედა გიორგი მიქაძემ მოძებნა საჯარიმოში, რის შემდეგაც მცველები ფინტებით ჩამოიშორა და ზუსტად დაარტყა, ხოლო მთლად საფინალო სასტვენის წინ მარტვილელთა საჯარიმოში მარჯვენა ფლანგიდან შეიჭრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:0.

ამგვარად, ზუგდიდელებმა "ოქროს" ქულები მოიპოვეს და უმაღლეს ლიგაში დარჩენის შანსს ინარჩუნებენ, რაკი ქუთაისში მათი მეორე კონკურენტი, თერჯოლის "საპოვნელაც" დამარცხდა.

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXVIII ტური
08.05. ზემო ეწერი
ზუგდიდი-მერანი 3:0
გოლები: 1:0 გ. სამუშია (51-პენ), 2:0 გ. სამუშია (90+2), 3:0 გ. სამუშია (90+4)
ზუგდიდი: ზარქუა, ქანთარია, ჩუკურა, გაგოშიძე, ჯავაშვილი, ტყემალაძე, სიხარულია (57. ს. მალანია), ლაშხია, გ. სამუშია, ც. სამუშია (71. მიქაძე), შეველი (46. ნ. ქირია).
სათადარიგო: ჯომიდავა, ჭანტურია, ჩანადირი
მწვრთნელი: ლევან მიქაძე
მერანი: მამალაძე, მელიავა, ციმაკურიძე, ორბელაძე, გეგია (78. კიკნაველიძე) - გიორგაძე, ბენჟამინ ტეიდი - ჯიქია (78. აშორტია), გოგუაძე, ხაბელაშვილი (57. უგულავა) - საბანაძე.
სათადარიგო: სევოსტიანენკო, შენგელია, ციცხვაია, ჯღამაია
მწვრთნელი: ბადრი კვარაცხელია
გაფრთხილება: ჯავაშვილი (6), ლაშხია (54), ციმაკურიძე (60), ც.სამუშია (65), მიქაძე (83)
გაძევება: ორბელაძე (51)
არბიტრი: გ. ვადაჭკორია

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

სერგო კორძაია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული