ვაღიარებ, რომ ემოციური ვარ... ჟერარდ სარაგოსას სასჯელი შეუმსუბუქდა

AutoSharing Option
20 აპრილს, სადისციპლინო კომიტეტის სხდომაზე, თბილისის "ლოკომოტივის" მთავარი მწვრთნელი ჟერარდ სარაგოსა მულეტი მარტვილის "მერანთან" 15 აპრილის მატჩისას მომხდარი ინციდენტის გამო დასაჯეს. ის სეზონის ბოლომდე იყო დისკვალიფიცირებული, მიესაჯა ერთწლიანი პირობითი სასჯელი (2017 წლის 20 აპრილამდე) და 2 ათასი ლარის გადახდაც დაეკისრა.

შეგახსენებთ, რომ მსაჯებისა და მათი დამკვირვებლის მიერ მიცემული ჩვენებით, სარაგოსამ მეტოქე გუნდის ფეხბურთელი ფიზიკურად შეურაცხყო.
- "მერანი" და "ლოკომოტივი" მატჩში მომხდარ ინციდენტს ეხმაურებიან
- "ლოკომოტივი"-"მერანის" მატჩის დროს გაწევ-გამოწევა გვირაბში გაგრძელ
და [VIDEO]


დისციპლინართა გადაწყვეტილება "ლოკომოტივმა" საფეხბურთო არბიტრაჟში გაასაჩივრა. საქმე ხელახლა განიხილეს და ესპანელ სპეციალისტს სასჯელი შეუმსუბუქეს.

არბიტრაჟმა დაადგინა, რომ "ლოკომოტივის" მთავარ მწვრთნელს ფიზიკური შეურაცხყოფა არავისთვის მიუყენებია და აქედან გამომდინარე, სასჯელი 3-მატჩიან დისკვალიფიკაციამდე შეუმცირდა. ასე რომ, სარაგოსა ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩში მაინც იქნება სათადარიგოთა სკამზე.

"მარტვილის "მერანთან" მომხდარი ფაქტის გამო ძალიან ვწუხვარ. ჩემი გადამეტებული ემოციის გამო ფეხბურთელებს, მწვრთნელებსა და სტადიონზე მოსულ მაყურებელს დისკომფორტი შეექმნათ.

ვაღიარებ, რომ ემოციური ვარ და ეს სამწვრთნელო კარიერაში პრობლემებს მიქმნის, მაგრამ ეს ფეხბურთია, რომელიც მთლიანად ემოციებზეა აგებული", - ამბობს სარაგოსა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ამისთვი პირობითი არ უნდა მოეხსნათ ცოტა ჭკუით რომ ყოფილიყო.ზედმეტად თავხედია.თავისი საქციელით ან თავს იგდებს,ან ჩვენ გვიგდებს. თვისი ემოციურობა თავის სახლში შეინახოს.
თენგო
19:17 10-05-2016
0
ამან თავისი ემოციურობით საქართველოში არავინ გააკვირვოს, ზედმეტად ვეფოფინებით ზოგ უზრდელ უცხოელს ამას მართა უნდა ანახო ემოცია რა არის მერე მოჯდება ადგილზე.
ნიკო
19:59 10-05-2016
0

სიახლეები პოპულარული