ლევან კობიაშვილი: არ მინდა, საქმე ვინმეს დაჭერამდე მივიდეს

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გაზეთ "ლელოსთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან, სადაც კობიაშვილი გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებით ლაპარაკობს.

"მოდი, ასე ვთქვათ: არ მსურს, რომ საქმე ვინმეს დაჭერამდე მივიდეს. ეს, უპირველესად, ისევ ფეხბურთის ინტერესშია. მაგრამ სპორტული სამართლიანობის ჯგუფი იმიტომაც შეიქმნა, რომ პრობლემები რეალურად არსებობდა. შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მემორანდუმიც ამიტომ გავაფორმეთ და მასთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ.

ადრე ამაზე მხოლოდ ლაპარაკობდნენ, მაგრამ მემორანდუმი არ არსებობდა. არსებულ ინფორმაციებს ფედერაციაშიც ვაანალიზებთ. ამაში მემორანდუმიც გვეხმარება. პლუს, უეფა რეპორტებს გზავნის, ფედერაციის წარმომადგენლები ყველა
ლიგაში ვესწრებით თამაშებს, რადგან გვსურს, საეჭვო მატჩების რაოდენობა მინიმუმამდე დავიყვანოთ.

დარწმუნებული ვარ, ჩვენი აქტიურობით ეს შესაძლებელი გახდება. ამას ემსახურება ჩემპიონატის ფორმატის შეცვლაც. როცა ყველა თამაშს მნიშვნელობა აქვს, ქულას კი - თავისი ფასი, ეს რისკებსაც ამცირებს და გარკვეული ადამიანების ზრახვებსაც ანეიტრალებს.

ფეხბურთია და ყველგან რაღაც ხდება ან ჭორები გორდება, მაგრამ ფაქტები თუ გამოვლინდება, მას აუცილებლად გავასაჯაროებთ", - აღნიშნა სფფ-ის პრეზიდენტმა.
მკითხველის კომენტარები / 17 /
სამეგრელოში გაახილეთ თვალები ფართოდ
koka
10:49 10-05-2016
0
ხოდა აბა ისევ ბარდაგი იქნება როგორც ადრე იყო!
ირაკლი
11:00 10-05-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული