ს.კ. ცხინვალის "ლიახვმა" ლიცენზირების კომიტეტის გადაწყვეტილება გაასაჩივრა

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბმა ცხინვალის "ლიახვმა" გაასაჩივრა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ლიცენზირების კომიტეტის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, კლუბმა ეროვნული ლიცენზია ვერ მიიღო.

არადა, პირველ ლიგაში მოასპარეზე ამ გუნდმა, სატურნირო ცხრილში დაკავებული ადგილის შესაბამისად, უმაღლეს ლიგაში ასპარეზობა გაინაღდა, თუმცა ეროვნული ლიცენზიის გარეშე იქ თამაშის უფლება არ აქვს. კლუბმა აღმოფხვრა არსებული ხარვეზები და შესაბამისი დოკუმენტაცია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში 10 მაისს შეიტანა.

საფეხბურთო კლუბი ცხინვალის "ლიახვი" იმედოვნებს, რომ სფფ ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს.

შეგახსენებთ, ცხინვალის "ლიახვი" 2014 წელს დაარსდა. ასპარეზობა
მეორე ლიგაში დაწყო, საიდანაც პირველ ლიგაში დაწინაურდა, ამჯერად კი უმაღლეს ლიგაში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

ცხინვალის "ლიახვი" ქართველი და ოსი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. ამ დროისთვის კლუბში 15 ოსი ფეხბურთელი ირიცხება. კლუბის მიზანია ხელი შეუწყოს ქართველი და ოსი ხალხის დამეგობრებას.

ს.კ. ცხინვალის "ლიახვის" პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 11 /
ფედერაცია დიდ შეცდომას დაუშვებს ამ გუნდს და ვიტჯორჯიას თუ არ მისცემს ლიცენზიას. ამ გუნდის სიაფანდ თანამშრომლებზე რა გითხრად არ ვიცი, მაგრამ თავად ფედერაციაში რამდენი სიაფანდ შტატია თან ლამაზი ქალებისთვის შექმნილი კი ვიცით ;)
Giorgi
12 მაისი 2016 11:58
0
ფედერაციამ ჭკუას მოუხმოს და ქართული საქმე აკეთოს
vaxvax
12 მაისი 2016 11:37
0
ნოდო რა შუაშია ოსეთის ჩემპიონატი? შენი ლოგიკით გაგრა და ცხინვალიც უნდა გაუქმდეს? ლიახვის ერთ-ერთი მთავრი მიზანი ოსი და ქართველი ხალხის ურთიერთობაა. ვფიქრობ, იცი რომ სპორტი ყველაზე კარგი საშუალებაა ხალხის დასაახლოებლად, ლიახვი მოგწონს თუ არ მოგწონს, გინდა თუ არ გინდა, პირადი სიმპატიისა და ანტიპატიის მიუხედავად უნდა ხვდებოდე, რომ ამ კლუბს სასიკეთო მისია აქვს.
Moreli
12 მაისი 2016 09:50
0
Nodo siafandi tviton xar.rac ar ici rom laparakob...tumca mtavaria tkvat da ras wamoroshavt ra azriaqvs tkventvis...?danashauli is aris enis mojra rom ar arsebobs jorikana kacebistvis.....
nato
12 მაისი 2016 09:04
0
Visac gonia rom siapandat aris gapormebuli xalxi chamovides da daeswros ushualod matchs, klubi romelic aketebs qveynistvis sasiketo saqmes uari arunda etqvas tundac imitom rom 2008 wlis omis shendgom mshvidobiani gzit xdeba qartvel xalxshi osi pexburtelebis integracia.liaxvis yopna umagles ligashi sasicocxlod mnishvnelovania
Soso
11 მაისი 2016 19:22
0
ვიტ ჯორჯიას რატომ არ მისცეს ლიცენზია??? იმიტომ ხომ არა რომ რუხაძე კობიაშვილის მატარებელში არ იჯდა? სასაცილოა ფედერაციის პრინციპულობაზე, ზოგიერთმა უმაღლესი ლიგის გუნდმა ღადაობაში მიიღო ლიცენზია. არაფრი ეშველება ქართულ ფეხბურთს არველაძეების კლანზე მეტად ამათმა დააბნელეს და უფრო დააბნელებენ ქართულ ფეხბურთს. სამარცხვიოები ხართ მანდ მჯდომი თქვენი პრინციპული გადაწყვეტილებებით
Anano
11 მაისი 2016 17:49
0
ოსეთის პირველობა რა შუალისაშია, მაშინ ცხინვალის ცხინვალიც გავაუქმოტ, ლიახვს სკოლა მაინც აქვს და ბავშვებს ზრდის. ფედერაციის პრინციპულობაზე მეცინება ზოგიერტმა უმაგლესი ლგის გუნდმა როგორ მიიგო ლიცენზია. კარგიტ რა თქვენთვის თუ ბნელა ბევრისთვის არ ბნელა... ღადაობაა ან ვიტ ჯორჯიას რატომ არ მისცეს ლიცენზია იმიტომ ხომა არა რომ რუხაძე კობის მატარებელში არ ზის. არაფერი ეშველება ამ ქარტულ ფეხბურთს და გააუქმეტ მიხედეთ რაგბს!!!!
anano
11 მაისი 2016 17:40
0
ნოდო შენ რაიცი რა გააფორმეს დილეტანტო
ქომაგი
11 მაისი 2016 17:34
0
კარგით რა რა ლიხვი როგორ შეიდზლება ლიხვმა ლიცენზია მიიგოს ჩაატარეთ ბარემ ოსეთის პირველობა
nodo
11 მაისი 2016 15:01
0
სიაბანდათ გააფორმეს ხალხი ეგ უფრო დიდი დანაშაულია
nodo
11 მაისი 2016 14:59
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული